LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოძრაობა ნინოწმინდის საავტომობილო გზაზეც აიკრძალა

23

რთული მეტეოროლოგიური პირობების – ძლიერი ქარბუქის, ყინვის და დაბალი ხილვადობის გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ნარდევანი–როდიონოვკა (ფარავანი) კმ94–კმ110), ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

როგორც ”ავტორადიოს” საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ37-კმ55 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები