Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
მოძებნე უძრავი ქონება area-ზე – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოძებნე უძრავი ქონება area-ზე

452
715x400_UP6 copy

თუ ადამიანს ჰკითხავთ, რა არის მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი შენაძენი, ალბათ უმრავლეს შემთხვევაში პასუხი იქნება ბინა, საცხოვრებელი ქონება.

მართლაც, ერთ-ერთ ყველაზე საპასუხისმგებლო საქმე სახლის შეძენაა, რომელშიც მარტომ თუ ოჯახთან ერთად უნდა გაატარო ცხოვრების გარკვეული წლები, ან მთელი ცხოვრება. სწორედ ამიტომ მისი შერჩევა ყოველთვის განცდებთან, ნერვიულობასთან და პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული. ეს სწორედ ის შემთხვევაა ასჯერ რომ უნდა გაზომოთ და ერთხელ გაჭრათ.

ისეთი გადაწყვეტილება რომ მიიღოთ, რომელსაც შემდეგში არ ინანებთ, ბევრი ვარიანტი უნდა განიხილოთ, ჩამოწეროთ კრიტერიუმები და მოთხოვნები როგორც თქვენი, ასევე იმ ადამიანების, ვინც აპირებს ახალ სახლში თქვენთან ერთად ცხოვრებას და შემდეგ შეუდგეთ ძებნას.

საუკეთესო სივრცე ახალაშენებული, მშენებარე თუ მეორეული ბინების მოსაძებნად არის უძრავი ქონების საიტი area.ge.

არეაზე წარმოდგენილია გასაყიდი უძრავი ქონების ყველაზე დიდი არჩევანი, რაც უადვილებს მაძიებელს მის მოთხოვნებზე მორგებული ბინის პოვნას. ამასთან, საიტზე ჩაშენებული ძებნის თანამედროვე ფუნქციონალი იძლევა საშუალებას, ქონება მოძებნოთ იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია.

მაგალითად, თუ ეძებთ, ორ საძინებლიან ბინას, საერთო ფართით 100 კვ, კონკრეტულ სართულზე, შეგიძლიათ ეს მონაცემები მონიშნოთ არეას საძიებო ველში, გაფილტროთ განცხადებები მითითებული მახასიათებლების მიხედვით და მხოლოდ მათზე შეაჩეროთ თქვენი ყურადღება, რომელიც აკმაყოფილებს მითითებულ მოთხოვნებს.

არეას უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ საიტზე წარმოდგენილი განცხადებები სრული სიზუსტით აღწერს ქონებას, ფოტოები რეალურია და კარგად ასახავს ბინის მდგომარეობას. არეას წარმატების განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი არის ინდუსტრიის პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდის და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია. საოპერაციო გუნდის მთავარი მიზანია, მომხმარებელს სანდო, ხარისხიანი და დაზუსტებული ინფორმაცია მიაწოდოს. შესაბამისად, გუნდის წევრები მუდმივად ამოწმებენ განცხადებების შინაარსს, ფოტო თუ ვიდეო მასალის ხარისხს და საჭიროებისამებრ, ქონების განმცხადებელთან შეთანხმებით, აკორექტირებენ ინფორმაციას.

არეა ქართულ ბაზარზე მოთამაშე თითქმის ყველა დეველოპერული კომპანიის პარტნიორია, რაც განაპირობებს უნიკალური განცხადებების საიტზე არსებობას, შესაბამისად, არეას მომხმარებლებს ეძლევათ შანსი  მხოლოდ არეას საიტზე ნახონ ამა თუ იმ სამშენებლო კომპანიის დასრულებული თუ მშენებარე პროექტები და ისარგებლონ განსაკუთრებული შეთავაზებებით.

გარდა იმისა, რომ არეა წარმოადგენს უძრავი ქონების ძალიან დიდ არჩევანს, იძლევა საშუალებას, რომ საიტიდანვე მოითხოვოთ იპოთეკური სესხი შერჩეული ქონების შესაძენად, ფილიალში მისვლის გარეშე ავსებთ აპლიკაციას, სადაც უთითებთ პირად ინფორმაციას და აგზავნით მოთხოვნას ერთდროულად სამ ბანკში – საქართველოს ბანკში, თიბისი ბანკში და ტერა ბანკში. განაცხადის განხილვის შემდეგ  დაგიკავშირდებათ ბანკის წარმომადგენელი და გააგრძელებთ სესხის აღების პროცედურას.

ასე მარტივად იპოვით და შეიძენთ თქვენთვის სასურველ ქონებას area.ge-ს დახმარებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები