LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოძებნე სასურველი უძრავი ქონება area-ზე

1169
715x400_2

თანამედროვე სამყაროში უძრავი ქონების ძიების პროცესმა, ისევე როგორც ბევრმა სხვა სფერომ, ციფრულ სიბრტყეში გადაინაცვლა. დღეს, თითქმის აღარავინ დადის უბან-უბან ბინის ან კომერციული ფართის მოსაძებნად, რადგან ამისთვის ბევრად უფრო დახვეწილი გზები არსებობს. ასეთია უძრავი ქონების თანამედროვე პლატფორმა area.ge.

რა გამოარჩევს არეას სხვა მსგავსი საიტებისგან? 

პირველი და მნიშვნელოვანი –  area.ge არის უძრავი ქონების უდიდესი პორტალი, სადაც წარმოდგენილია გასაყიდი, გასაქირავებელი, დასაგირავებელი ქონების ყველაზე დიდი არჩევანი. განცხადებების სიმრავლე ის მთავარი უპირატესობაა, რაც მაძიებლის ინტერესს იწვევს, ეს კი თავისთავად განაპირობებს ვიზიტორთა სიმრავლეს. საიტის მარტივი ინტერფეისი იძლევა საშუალებას, დიდი ძალისხმევის გარეშე იპოვოთ სასურველი ქონება იქნება ეს – საცხოვრებელი სახლი, ბინა საინვესტიციოდ, კომერციული თუ საოფისე ფართი, მიწის ნაკვეთი, აგარაკი და სხვა.

არეაზე შესაძლებელია მოძებნოთ როგორც მეორეული და ახალაშენებული უძრავი ქონება, ასევე დეტალურად დაათვალიეროთ მშენებარე პროექტები. საიტზე წარმოდგენილია ქართულ ბაზარზე არსებული თითქმის ყველა დეველოპერული კომპანიის შეთავაზება, რაც ერთიორად ზრდის იმის შანსს, რომ იპოვოთ სწორედ ისეთი ქონება, რომელზეც ოცნებობდით, ან რომელიც ჯერ არ აშენებულა, თუმცა სწორედ ახლაა შენების პროცესში.

პლატფორმაზე არსებული დახვეწილი ძებნის ფუნქციონალით, მომხმარებელს შეუძლია, სასურველი ქონების ტიპი თავისი მოთხოვნების შესაბამისად გაფილტროს, ხოლო რუკის მეშვეობით მარტივად მოძებნოს უძრავი ქონება კონკრეტულ ლოკაციაზე. დიახ, თუ ბინას ეძებეთ კონკრეტულ უბანში, ქალაქში, რეგიონში, შეგიძლიათ მონიშნოთ სასურველი მდებარეობა და საიტი მხოლოდ იმ ლოკაციაზე არსებულ ქონებას შემოგთავაზებთ, ამით დაზოგავთ დროს, ენერგიას და ძიების პროცესიც უფრო სასიამოვნო გახდება.

ამასთან ერთად მნიშვნელოვანია ისიც, რომ არეა ორიენტირებულია, მომხმარებელს სანდო და დაზუსტებული ინფორმაცია მიაწოდოს. ამ მიდგომას მინიმუმამდე დაჰყავს გაუთვალისწინებელი შემთხვევები და უზუსტობები, შესაბამისად, არეაზე ნანახი ქონება ყოველთვის ამართლებს იმ მოლოდინს, რასაც საიტზე წარმოდგენილი განცხადება უქმნის მაძიებელს.

მოითხოვე იპოთეკური სესხი ონლაინ

არეა არა მხოლოდ ეხმარება ადამიანებს სასურველი ქონების მოძიებაში, არამედ მათ გვერდითაა ყველა იმ ნაბიჯის გადადგმისას, რაც ქონების საკუთრებაში გადასვლამდეა გასავლელი. ერთ-ერთი ასეთი არის იპოთეკური სესხის აღება.

თუ თანხა გაკლდებათ სასურველი ქონების შესაძენად, შეგიძლიათ იპოთეკური სესხი პირდაპირ არეადან მოითხოვოთ, ისე, რომ ბანკში მისვლა საერთოდ არ დაგჭირდეთ. საიტზე ჩაშენებული სესხის კალკულატორით მიიღებთ ყველა იმ ინფორმაციას, რაც სესხის აღებამდე უნდა იცოდეთ – რამდენი იქნება ყოველთვიური გადასახადი, რამდენ პროცენტში და რამდენი ხნით გაძლევს ბანკი სესხს, რა თანხაა საჭირო თანამონაწილეობისთვის და.ა.შ. შემდეგ შეავსებთ მარტივ აპლიკაციას პირადი მონაცემებით და გააგზავნით სესხის აღების მოთხოვნას ბანკში. წარმომადგენლები განიხილავენ თქვენს განცხადებას და დაგიკავშირდებიან პროცედურის დასასრულებლად.

ასე მარტივად შეძლებთ სასურველი ქონების მოძებნასა და შეძენას area.ge-ს დახმარებით.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები