ორგანიზაცია „საფარი“, რომელიც ქალთა უფლებებს იცავს, განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ პირობით მსჯავრდებული მოძალადის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.
როგორც „საფარი“ აღნიშნავს, ყოფილი ქმარი, რომელიც სასჯელს უმძიმესი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისთვის იხდიდა, სასჯელაღსრულების დაწესებულება პირობითი მსჯავრის საფუძველზე დატოვა და ამის შემდეგაც განაგრძობდა ყოფილ მეუღლეზე მსჯავრდებულმა მისმა ყოფილმა მეუღლეზე.
ორგანიზაციის ცნობით, ეს გამოიხატებოდა “მასთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებაში, თვალთვალსა და ადევნებაში”, რის გამოც ქალმა პოლიციას მიმართა და შემაკავებელი ორდერის გამოცემა ითხოვა.
„საფარი“ აცხადებს, რომ სწორედ აქედან დაიწყო მთელი რიგი პრობლემები სამართადამცავი ორგანოების მხრიდან: მათ არ სურდათ შემაკავებელი ორდერის გამოცემა მოძალადისაგან მომდინარე ძალადობრივი ქმედებების აღსაკვეთად და აცხადებდნენ, რომ მხოლოდ გაფრთხილებას მისცემდნენ მოძალადე პირს.
„ეს არის პოლიციის მხრიდან უმოქმედობის, უუნარობის ნათელი მაგალითი – კანონი არ ითვალისწინებს მოძალადის „გაფრთხილებას“, კანონი იმპერატიულად ადგენს ძალადობრივი ფაქტების აღსაკვეთად დაუყოვნებლივ შემაკავებელი ორდერის გამოცემას მოძალადის მიმართ.“ – განმარტავს საფარის იურისტი ელისო რუხაძე.
პოლიციის უმოქმედობის გამო, საფარის დახმარებით, ქალმა მიმართა ზემდგომ ორგანოებს.
ამის შემდგომ, ქალის დასააცავად გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, რომელიც მოძალადემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. პირველმა ინსტანციამ შემაკავებელი ორდერი გააუქმა, რასაც „საფარი“ უსაფუძვლო და უკანონო გადაწყვეტილებას უწოდებს.
„გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო წესით და ქუთაისის სააპელაციო სასამრთლომ სრულად დააკმაყოფილა ქალის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა პირველი ინსტანციის ყოვლად დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება და ძალაში დარჩა შემაკავებელი ორდერი.“ – აცხადებს საფარი.