ის წერს, რომ პროფესიულ საქმიანობაში მიღწეული წარმატება ვერ ჩაითვლება ღირებულებად თუ ადამიანი მოძალადეა.
“მოძალადე ფსიქოპატისგან, ვინც ფიზიკურად მასზე სუსტს ჩაგრავს, ძალადობს და აგრესიას ვერ აკონტროლებს, არც ჩოგნის ქნევით მოპოვებული გამარჯვება ჩაითვლება რაიმენაირ ღირებულებად და არც სცენაზე დგომა “მსახიობ-აკადემიკოსად” – მოძალადე მოძალადეა და სხვა ყველაფერი არააქტუალურია. ჩემი სოლიდარობა მსახიობ ნინუცა მაყაშვილს! ვამაყობ ამ ადამიანის გაბედულებით. მისი კოლეგების უმრავლესობისგან დუმილი კი, იმედია, დროებითია… ამოიღეთ ხმა!”,-წერს ლაშა ბუღაძე.
შეგახსენებთ, ნინუცა მაყაშვილმა “რუსთავი 2-ის” ეთერში, გადაცემაში “ფარული კონვერტი” ყოფილი ქმარი, ბესო ზანგური ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში დაადანაშაულა. ამ ფაქტს გამოეხმაურა ბესო ზანგური, რომელმაც თქვა, რომ ყოფილმა ცოლმა გადაცემაში ფულის სანაცვლოდ მოიტყუა და მას ძალადობაში ცილი დასწამა.