LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოძალადე არ ვარ..თქვენ წინ დგას ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი: ლექსო ლაშქარავას მიმართ ძალადობაში ბრალდებული

684
217046441-1231175874062488-8261868858867738166-n

მოძალადე არ ვარ, მე ქართველი ვაჟკაცი ვარ, ამ განცხადებას, რომელიც „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ, დავით კუტალაძის ეკუთვნის, მედიის წარმომადგენლების მხრიდან სასამართლოს სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა.

ბრალდებული კუტალაძე, რომელიც პროცესზე აცხადებდა, რომ ის მოძალადე არ არის, ჟურნალისტებმა სხდომათა დარბაზიდან შეძახილების ფონზე გააცილეს.

„ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი ბიჭი ვარ ქუთაისიდან. აქ არაერთხელ გააჟღერეს, რომ მოძალადე ვარ…

ჩვენ დავინახეთ ვიდეოები, სადაც ლგბტ პირებმა ჩვენი დროშისა და ქართული მუსიკის ფონზე ჩაიწერეს უმსგავსი საქციელები – ჩვენს ბიბლიას, ჩვენს სამებას, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ამ ყველაფერს სახელი დაარქვეს, რომ ისინი გამოვიდოდნენ რუსთაველზე და დაარქვეს ღირსების მარში, ეს იყო ჩვენი სულიერი, მორალური, ადამიანური გამოწვევა,“- განაცხადა კუტალაძემ

მისივე თქმით, ამ საქციელებით დარწმუნდა, რომ მათ სურდათ, რომ იქ მყოფ ჯგუფებს მათზე ეძალადათ.

„მათ შემოუშვეს ჟურნალისტები, ვერავინ იტყვის, რომ მე მოძალადე ვარ, 5-ჯერ მაქვს ევროპის საზღვარი გადაკვეთილი, მაჩვენეთ წვრილმანი ხულიგნობაც თუ ჩამიდენია, მათ სურთ ჩემგან მოძალადე შექმნან, რადგან შეეხნენ ჩვენს ძვირფასს, მე ვზრუნავ ჩემი მომავლისთვის, მე სამაგალითო უნდა ვიყო მომავალი თაობისთვის. ჟურნალისტებმა დამაბრალეს იმ ადამიანის ხელყოფა, ღმერთმა გაანათლოს მისი სული, ვინც გარდაიცვალა.

განცხადება დადეს, რომ ადამიანს სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული, ტვინის შეშუპება მიღებული, შემდეგ ვნახეთ ვიდეო, ადამიანი შოუში გამოდის და ნახევარი საათი საუბრობს, რომელიც ამბობს, რომ მას არაფერი არ სჭირს და რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 6 დღის მერე იდება ვიდეოები, რომ ადამიანი აფთიაქში შედის, მერე არაფხიზელ მდგომარეობაში ბრუნდება.

მე მაშინ მივხვდი სწორ გზაზე რომ ვიდექი, ყველამ შემომიტია, ტელევიზიამ, ჟურნალისტებმა, ხალხს გააცნეს როგორც მოძალადე, მე არ ვარ მოძალადე, მე ვარ ქართველი ვაჟკაცი, რომელიც ყოველთვის იამაყებს რომ ქართველია,“- თქვა ბრალდებულმა.

კუტალაძის აზრით, ჟურნალისტობა იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფრის უფლება გაქვს. მისი თქმით, მათ უნდა გააშუქონ სიმართლე.

„გარდაცვლილი ადამიანის კოლეგამ ჩვენზე დაწერა და ის არის, ვინც მე ხელი დამადო. ვაჟკაცის პირველი ღირებულებაა ქალს ხელი არ ახლოს.

მე შემომთავაზეს ნებისმიერ ქვეყანაში გაქცევა, მაგრამ უარი ვთქვი, დავრჩი ჩემ ბიჭებთან, მე გასაქცევი არ მაქვს, გასაქცევი იმ ადამიანს აქვს ვინც მართალი არაა და ხმამაღლა არ ლაპარაკობს.

შეიძლება საკმარისი განათლება არ მქონდეს, ღარიბ ოჯახში გავიზარდე და ადვოკატის აყვანის საშუალებაც არ მქონდა, მაგრამ მე მართალი, ქართველი ვაჟკაცი ვარ, ვინც მომავალზე ზრუნავს,“ – აღნიშნა ბრალდებულმა.

მისი თქმით, „იმ ფერადი დროშის უკან სატანა დგას, მათ არ გააჩნიათ მორალი.“

„მე ვარ ღარიბი, მაგრამ სულით მდიდარი ადამიანი, რომელიც კავკასიის გულში არასდროს მოგცემთ უფლებას ასეთი მარში ჩატარდეს. მათ არ იციან რას ნიშნავს ადამიანობა, ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან.

თქვენ წინ დგას ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი, ვინც თავისი ხელებით აჭმევს მის დედ-მამას, ვისაც აქვს მეურნეობა. მე არ მეშინია არავისი, ვინაიდან ჩვენ მართალი ხალხი ვართ.

მე დამაბრალეს შავი დაჯგუფების წევრობა და რუსეთთან კავშირი, მიყვარს ჩემი სამშობლო. აქედან შეიძლება ციხეში ამომაყოფინონ თავი, რადგან მე პატიოსანი გლეხი ოჯახის შვილი ვარ, მათ ჩემ წინააღმდეგ არანაირი მასალა არ აქვთ, შოუებშიც კი ყველანი ერთდროულად შემომიტრიალდნენ, მაშინ მივხვდი რომ მართალ გზაზე ვდგავარ,“- განაცხადა დავით კუტალაძემ.

ლაშქარავას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ დავით კუტალაძეს პატიმრობა შეეფარდა

ფოტო: ინტერპრესნიუსი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები