სუსხიანი ზამთრისგან თავის დაღწევის მხოლოდ ორი ვარიანტი არსებობს – გაემგზავროთ სამხრეთის ქვეყნებში ან შეიძინოთ ის მოდური ნივთები, რომლებიც განსაკუთრებით ცივ სეზონზე გამოგადგებათ. მითუმეტეს, რომ დღესასწაულებიც ახლოსაა და საკუთარ თავთან ერთად საყვარელ მეგობრებსაც შეგიძლიათ გაუკეთოთ სასიამოვნო საჩუქარი.
* მოდური წინდები Stance
საახალწლო პრინტით გაფორმებული წინდები, სიცივისგანაც დაგიცავენ და საახალწლო განწყობასაც შეგიქმნიან.
* ბეწვის ქურთუკი კაპიუშონით Canada Goose
ევროპაში სეზონის ჰიტად ქცეულმა ბეწვიანმა ქურთუკმა წარმატებით ჩააბარა „სუსხიანი გამოცდა“ და ყველაზე საიმედო ქურთუკის სახელი დაიმსახურა.
* რეტრო-კამერა Lomo’Instant Wide Combo
ყველაზე მეტად ფოტოაპარატი მათ გამოადგებათ, ვისაც „სელფის“ გარეშე ცხოვრება არ წარმოუდგენია და ცივ ამინდშიც მზადაა ობიექტივის წინ პოზირებისთვის.
* გელი შხაპისთვი Lushusa
გამაგრილებელი გელი გლიცერინით სპეციალურად მამაკაცებისთვის შეიქმნა და საუკეთესოდ იცავს ზამთარში კანს დაზიანებისგან.
* სუნამო Original Penguin Premium Blend
მოსინჯეთ ზამთრის არომატი და იგრძენით თავი არქტიკის ნამდვილ ექსპედიტორად.
* ქუდი Goorin
მწვანე ფერი მოდაში 2016 წელს შემოვიდა. სწორედ ამიტომ „გამწვანდა“Goorin-ის ქუდებიც.
* სპორტული ფეხსაცმელი York Athletics
სპეციალურად ზამთრის სეზონისთვის შექმნილი, კომფორტული სპორტული ფეხსაცმელი განსაკუთრებით ჯინსებს და დათბილულ ქურთუკს უხდება.
* თბილი ხელთათმანი Ugg
შალისა და ტყავის ხელთათმანებს თითებზე სპეციალური ქსოვილი აქვთ, რაც უფრო კომფორტულს ხდის მის მოხმარებას.
* კანი დამარბილებელი საცხი Dr. Jart+
ზამთარში მამაკაცის კანსაც განსაკუთრებული მოვლა ჭირდება, რადგან სწრაფად შრება და ზიანდება. პრობლემების თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ მსუბუქი საცხი და თამამად შეგიძლიათ შეებრძოლოთ ყინვას.
* დეკორატიული სანთელი Hearth Votive Candle
ერთი შეხედვით საკმაოდ უსარგებლო სანთელი სახლში ზამთრის სასიამოვნო არომატის შექმნაში გამოგადგებათ.