LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოდური ჰოროსკოპი – როგორ შევარჩიოთ ტანსაცმელი ჰოროსკოპის ნიშნის მიხედვით

903

თუ ასტროლოგიით ხართ გატაცებული და ცდილობთ არასდროს ჩამორჩეთ მოდას, მაშინ „მოდური ჰოროსკოპი“ ზუსტად თქვენთვისაა, რადგან ასტროლოგების მტკიცებით, სწორედ ზოდიაქალური თანავარსკვლავედი ახდენს გავლენას გემოვნებასა და ჩაცმის ინდივივიდუალურ სტილზე.

 

ვერძი: სპორტი – თქვენი სტილია!

ვერძი, რომლის დევიზი – ნაკლები პასიურობა, მეტი მოძრაობაა! უპირატესობას სპორტულ სტილს ანიჭებს და ყოველთვის თავისუფალ, კომფორტულ ტანსაცმელს ირჩევს. ფავორიტი ფერებს შორის კი – ცეცხლოვანი წითელია, რაც არცაა გასაკვირი, რადგან მისი მფარველი პლანეტა – აგრესიული მარსია!

კურო: გაუმარჯოს აბრეშუმსა და ქიშმირს!

კურო ძვირფას ქსოვილს ანიჭებს უპირატესობას და არასდროს ღალატობს საკუთარ „მოდურ პრინციპებს“. კომფორტულად გრძნობს თავს რბილი ქსოვილის მოცულობით სვიტერებში და ძალიან მოსწონს ბეჟი,  ნაცრისფერი, ვარდისფერი და ცისფერი.

ტყუპები: მეტი მოდური და არაორდინალური!

ტყუპებს არატრადიციული მოდელები ხიბლავთ და ძალიან მოსწონთ ორიგინალური პრინტი. ყოველთვის ითვალისწინებენ სეზონურ მოდას და არასდროს ღალატობენ საკუთარ სტილს. ჩვეულებრივ რბილ ფერებს ირჩენენ და განსაკუთრებით თამბაქოსფერი, ყავისფერი და ყვითელი მოსწონთ.

კირჩხიბი: ელეგანტური და არაფორმალური!

რეტრო-მოდის მოყვარული კირჩხიბისთვის მთავარი ელეგანტურობაა და ძალიან უყვარს კლასიკური ვინტაჟი, არასდროს „მისდევს“ მოდურ ტენდენციებს და წლობით ინახავს ძველ ნივთებს, რომელთაც ყოველთვის ახალი ელემენტებით ამდიდრებს. ფერებში შავს, თეთრს და ნაცრისფერს ანიჭებს უპირატესობას, რომელთაც ელეგანტურად უხამებს იისფერსა და ზურმუხტისფერს.

ლომი: ძვირფასი და გემოვნებით!

ყველაზე კაპრიზულ ლომს ძალიან უყვარს ძვირადღირებული ნივთები და არასდროს ამბობს უარს ნატურალური ბეწვის ქურქზე, ძვირფას სამკაულსა და ცნობილი დიზაინერების მოდელებზე. მისი საყვარელი სტილი – გლამურია, ფერი კი – ინდიგო, მოყვითალო-ნარინჯისფერი და ლურჯი.

ქალწული: ყოველთვის მოდური!

ქალწულის მთავარი პრინციპი ყველა მოდური ტრენდის მოსინჯვა და საკუთარ თავზე მორგებაა, ძალიან უყვარს ფულის ხარჯვა და ბრენდული ტანსაცმლის შეძენა. პრინტად ორიგინალურ ორნამენტს ირჩევს და ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს ფერებს.

სასწორი – სტილის გრძნობა ყველაფერში!

ასტროლოგების მტკიცებით, სასწორს დახვეწილი გემოვნება და სტილის თანდაყოლილი გრძნობა აქვს, ყოველთვის მარტივად ახერხებს ყოველდღიური ტრენდების კომფორტთან, თავისუფლებასთან შეხამებას და ელეგანტურობის შენარჩუნებას, პასტელის ფერები მოსწონს და არასდროს იცვამს მუქ ტანსაცმელს.

მორიელი: ეპატაჟი, როგორც ცხოვრების სტილი!

მორიელი არასდროს გამოვა სახლიდან საგულდაგულოდ გაპრანჭვის გარეშე და ხშირად ზედმეტიც მოსდის, მისი ორიგინალური ტანსაცმელი გარშემოყოფებს ყოველთვის  შოკში აგდებს და  ზოგჯერ გაკიცხვის მიზეზიც ხდება, თუმცა სიჯიუტით ცნობილი მორიელს ნაკლებად აინტერესებს სხვისი აზრი და თამამ პრინტებსაც ყოველთვის კაშკაშა ფერში ირჩევს.

მშვილდოსანი: გადაჭარბებული მოდურობა!

მორიელის მსგავსად, ექსტრავაგანტული ჩაცმის მოყვარულ მერწყულსაც ძალიან უჭირს ზომიერების დაცვა და ხშირად იმ მოდელს ირგებს, რომელსაც სხვები ჩვეულებრივ გვერდს უვლიან, უცნაურად უხამებს ფერებს და არასდროს კმაყოფილდება ერთი ფერით.

თხის რქა: მოდური კონსერვატიზმი!

თხის რქას თავშეკავებული, არისტოკრატული სტილი მოსწონს და უპირატესობას მკაცრ, კლასიკურ მოდელებს ანიჭებს. ერთნაირად კარგად ირგებს მამაკაცის და ქალის ტანსაცმელს და ყოველთვის მოდურად, დახვეწილად და გემოვნებით აცვია. იდეალური ფერი მისთვის შავი და ნაცრისფერი, მწვანე, ყავისფერია და არასდროს ატარებს ექსპერიმენტებს ფერების შეხამებისას.

მერწყული: არასტანდარტული აზროვნება!

ხშირად გაუმართლებელი ექსპერიმენტებით გატაცებულ მერწყული ყველაფერში ორიგინალობას ეძებს და საჭირო მოდელსაც ძალიან დიდხანს ირჩევს, ყველაზე მეტად ლურჯი ფერი მოსწონს და არასდროს ბეზრდება პრინტიანი ან ორნამენტით გადატვირთული ტანსაცმლის მორგება.

თევზები: სტერეოტიპებისგან თავისუფალი!

თევზებისთვის უცხოა სიტყვა „მოდა“ და უპირატესობას კომფორტულ ტანსაცმელს ანიჭებს. ძალიან უყვარს მრავალფეროვნება და მისი გარდერობიც სხვადასხვა სტილის, თუმცა ყოველთვის მოხერხებული თანსაცმლითაა გავსებული, არასდროს ღალატობს მშვიდ ფერებს და საყვარელ პულოვერებს ან  სვიტერებსაც შავ, ლურჯ და მწვანე ფერებში ირჩევს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები