LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოდის კვირეული Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi 5-9 მაისს გაიმართება

72

26 აპრილს, სასტუმრო „რადისონში“ „Mercedes-Benz-ის მოდის კვირეული თბილისის“ პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას უძღვებოდნენ კვირეულის ხელმძღვანელი სოფო ჭყონია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციის სამმართველოს უფროსი გიორგი აფციაური, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ჩოგოვაძე და ღონისძიების სხვა პარტნიორები.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 5-დან 9 მაისის ჩათვლით, საერთაშორისო მოდის კვირეულს თბილისის ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი მასპინძლობს.

კვირეულის ფარგლებში თბილისში ჩამოვლენ დიზაინერები, მოდელები, ბაიერები, ჟურნალისტები და მოდის თაყვანისმცემლები მთელი მსოფლიოდან. ქვეყნის ისტორიისა და მისი კულტურის უკეთ წარმოჩენის მიზნით, კვირეული საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდში გაიხსნება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით, სტუმრები გაეცნობიან ქართულ ფოლკლორსა და ეროვნულ სამოსს, დაათვალიერებენ ქვეყნის ღირშესანიშნავ ადგილებს და დააგემოვნებენ ქართული სამზარეულოს გამორჩეულ კერძებს.

მოდის კვირეულს სპეციალური სტუმრის სტატუსით ეწვევიან: ლეგენდარული დიზაინერი Herve Leger, ჰელმუტ ნიუტონის მუზადქცეული მოდელი Sylvia Gobbel და მსოფლიოს სამ ყველაზე გავლენიან მოდის ბლოგერს შორის დასახელებული Diane Pernet. Mercedes-Benz Fashion Week-ის ფარგლებში გაიმართება ცნობილი ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენებები და მასტერკლასები, გამოფენები რამდენიმე ცნობილი დიზაინერის მუდმივმოქმედი ექსპოზიციით, იმუშავებს 2 შოურუმი.

მოდის კვირეულის ფარგლებში გამართული ჩვენებები გაშუქდება Vogue.com-ის, Modemonline-ის, Nowfashion-ის ონლაინ გამოცემებში. ღონისძიებაზე სპეციალურად ჩამოდიან მოდის კრიტიკოსები და წამყვანი ჟურნალისტები, რომლებიც დეტალურად გააშუქებენ თბილისში გამართულ ჩვენებებს.

მოდის კვირეულის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტო. მოდის კვირეულის გენერალური პარტნიორია კომპანია The Coca-Cola Company. ღონისძიების გენერალური სპონსორი – Tbilisi Mall; ოფიციალური მასპინძელია სასტუმრო Radisson Blu Iveria; ოფიციალური პარტნიორი – სასტუმრო Room Hotel Tbilisi;ღონისძიების ორგანიზატორი McCann Erickson Tbilisi;

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები