LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოდიფიცირებული“ და სარბოლო Honda Civic ერთმანეთს ტრასაზე შეეჯიბრნენ

32

ჩვეულებრივი, „მოდიფიცირებული“ და სარბოლო Honda Civic ერთმანეთს ტრასაზე შეეჯიბრნენ. კომპანიამ Honda-მ გადაწყვიტა, რომ Civic-ის სამი ვერსია ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინა და ამისთვის შოტლანდიური ტრეკი Knochkill Racing Circuit შეარჩია.

Honda Civic sport 1,5 ლიტრის VTEC Turbo ძრავითაა უზრუნველყოფილი და 182 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. რაც შეეხება Civic Type R-ს ის მხოლოდ მექანიკური გდაცემათა კოლოფითაა ხელმისაწვდომი. მისი აგრეგატი 2 ლიტრის მოცულობის ტურბოძრავია და 320 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია. 0-დან პირველი „ასეულის“ ასაკრეფად ჰეტჩბეკს 5,7 წამი სჭირდება. BTCC-სთვის განკუთვნილი Civic როგორც ცნობილია, Type R-ის ბაზაზეა აწყობილი და მისი ძრავი 350 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ავტომობილის მასა 1280 კგ-ს შეადგენს, როცა ნორმალური Type R-ის მასა ბევრად მეტი – 1470 კგ-ია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები