LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოდიან 16, 17, 18 წლის ბავშვები, რომელთა ფსიქიკური მდგომარეობა ძალიან მძიმეა.. ორსაათიანი ვითომ ილუზორული სიამოვნების გამო, შეიძლება 30 წლიანი ცხოვრების სიამოვნება დაკარგო..“ – გიორგი სერგია

287
BeFunky-collage (3)

გადაცემაში „პრაიშოუ“ დამოკიდებულების კონსულტანტმა, გიორგი სერგიამ ნარკომომხმარებელთა მდგომარეობაზე ისაუბრა და რისკის შესამცირებლად ნარკომომხმარებელთა ინფორმირების მნიშვნელობასა და აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

„ძალიან ბევრი წელი მომხმარებელი ვიყავი, დღეს ფხიზელი ვარ და ერთ-ერთ ცენტრში დამოკიდებულების კონსულტანტი ვარ, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ხშირად მიწევს ახალგაზრდა თაობასთან შეხება, რომლებმაც მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ თუ სამჯერ მოიხმარეს ქიმიური ნივთიერება და მათი ფსიქიკური მდგომარეობა იმდენად მძიმეა რომ რაღაც საზღვარს გადავიდნენ და უკან ვეღარ გადმოდიან..

სამწუხარო რეალობაა, რომ ძალიან ბევრი მეგობარი დავკარგე ზედოზირებით, უმეტესობა, ჩემი თაობის, ვინც გარდაიცვალა, ოპიოიდების მომხმარებელი იყო, ვინც ცოცხლები დავრჩით და გამოჯანმრთელების გზაზე დავდეგით, ჩვენი ფსიქიკური მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია..

მოდიან 16, 17, 18 წლის ბავშვები, რომელთა ფსიქიკური მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ მათთან მუშაობა ურთულესია

ორსაათიანი, ზოგჯერ 20 წუთიანი, ვითომ ილუზორული (მაცდუნებელი) სიამოვნების გამო, შეიძლება 30 წლიანი ცხოვრების სიამოვნება დაკარგო..

გამოსავალი ყოველთვის არსებობს, განკურნება ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება გამოჯანმრთელების გზაზე ვიქნები, უბრალოდ 20 წლის მერეც, ერთი მოხმარებაც დამაბრუნებს უკან, ჩემთვის ერთი მოხმარებაც აღარ არსებობს..“

❌ მოდიან 16, 17, 18 წლის ბავშვები, რომელთა ფსიქიკური მდგომარეობა ძალიან მძიმეა

❌ მოდიან 16, 17, 18 წლის ბავშვები, რომელთა ფსიქიკური მდგომარეობა ძალიან მძიმეა… ◾ გიორგი სერგია – დამოკიდებულების კონსულტანტი

Posted by პრაიმშოუ • PrimeShow on ოთხშაბათი, 21 თებერვალი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები