პსჟ დაეხმარება 12 წლის ბიჭს, რომელმაც გაუპატიურება და დამცირება გადაიტანა და თავის მოკვლა სცადა.
12 წლის ლუის ისტორია ვირუსული გახდა. ახლა კი თავის კუმირებს შეხვდება.
ასოციაცია Urgence Homophobie თანათავმჯდომარე გიომ მელანიმ პსჟ-ს თხოვა ბავშისთვის ყურადღება მიექციათ.
როგორც Le Parisien წერს, ლუი სკოლაში სასტიკ დამცირებას განიცდიდა: შეურაცხყოფას აყენებდნენ, სცემდნენ, ზეწოლის ქვეშ ყავდათ და სექსუალური ძალადობაც გამოიარა. ამ ყველაფრის გამო ბავშვს თავის მოკვლაც უნდოდა. ამჟამად ის ჰოსპიტალშია და მკურნალობს.
ლუი პარიზული გრანდის გულშემატკივარია. პატარაობისას ბავშვს პსჟ-ს ემბლემიანი საწოვარა ქონდა, მერე, როცა წამოიზარდა, მაისურიც უყიდეს. ლუის პედრო პაულეტას დრო ახსოვს, ახლა კი ედინსონ კავანი მოსწონს.
როდესაც მომხდარის შესახებ შეიტყო, გიომ მელანიმ გულშემატკივრებს მიმართა: „პსჟ-ს ფანებო, მოდი, ამ ახალგაზრდა ადამიანს ვაჩუქოთ სიცოცხსლის ხალისი. შესაძლოა პსჟ დაეხმაროს ლუის და მას მოთამაშეებთან შეხვედრა მოუწყოს. ეს მას თავდაჯერებას შემატებს. მოდი ვცადოთ“.
მას შემდეგ, რაც მელანის ნაწერი ელვისებურად გავრცელდა, პსჟ-ს ხელმძღვანელობა ლუის ოჯახს დაუკავშირდა.
ასოციაცია Urgence Homophobie 2017 წელს შეიქმნა მას შემდეგ, რაც ჩეჩნეთში ჰომოსექსუალების მასობრივ დაკავებებზე, წამებასა და მკვლელობების შესახებ ცნობები რეზონანსული გახდა.