LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოდერნას“​ მიერ შექმნილმა ვაქცინამ მოზარდებში 96%-იანი ეფექტურობა აჩვენა

110
მოდერნა

„მოდერნას“​ მიერ შექმნილმა ვაქცინამ მოზარდებში 96-პროცენტიანი ეფექტურობა აჩვენა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის შტეფან ბანკელის ინფორმაციით, კვლევა 12-დან 17 წლამდე მოზარდებში ჩატარდა. 

12-15 წლის მოზარდებში ვაქცინამ 100 %-იანი ეფექტიანობა აჩვენა: კომპანია “ფაიზერი”

მომავალი სასწავლო წლის დასაწყისში ვაქცინა შეიძლება მზად იყოს 12-დან 15 წლამდე მოზარდებისთვის: “ფაიზერი”

„მოხარულები ვართ შუალედური კვლევის შედეგებით. ანალიზის მიხედვით, ვაქცინა მოზარდებში ვირუსის წინააღმდეგ 96 პროცენტითა არის ეფექტური და მას სერიოზული უკუჩვენებები არ მოჰყოლია“, – აცხადებს შტეფან ბანკელი.

ამ დროისთვის „მოდერნას“ ვაქცინა 18 წელს ზემოთ ადამიანებისთვის არის რეკომენდებული.