20 წლის დანიელი მოდელი ამბობს, რომ ლუი ვიტონის შოუში მონაწილეობაზე უარი განუცხადეს, რადგან ის „დიდი ზომისაა“. ულრიკე ჰოიერი 4-6 ზომა სამოსს იცვამს.
ულრიკე ჰოიერს უთხრეს, რომ მომდევნო 24 საათის განმავლობაში მხოლოდ წყალი დაელია, რომ სამოსი მორგებოდა, თუმცა საბოლოოდ მას შოუში მონაწილეობაზე უარი განუცხადეს. როგორც მოდელი „ინსტაგრამზე“ წერს, მას უთხრეს, რომ ძალიან დიდი მუცელი და პუტკუნა სახე ჰქონდა, ასევე, ჰოიერს ურჩიეს, ეშიმშილა რომ ნორმალური ფორმები მიეღო.
„კარგია, რომ 20 წლის ვარ და არა 15 წლის გოგონა, რომელიც ახალია ამ სფეროში და საკუთარი თავის რწმენაც არ აქვს, რადგან ეჭვი არ მეპარება, ძალიან ცუდად დავამთავრებდი ყველაფერს,“ – წერს მოდელი „ინსტაგრამზე“.
ლუი ვიტონის ჩვენება, რომელში მონაწილეობაზეც ულრიკეს უარი უთხრეს, 14 მაისს იაპონიაში ქალაქ კიოტოში გაიმართა.