LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოდელი, რომლითაც Porsche ახალ კლიენტებს იზიდავს

58

”მყიდველების 80%-ს, რომლებმაც Macan-ი აირჩიეს, მანამდე არასოდეს ყოლია Porsche. ეს კარგი მაჩვენებელია. Porsche Macan-ის წყალობით ახალ კლიენტებს ვიზიდავთ, ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს” – განაცხადა გერმანული ავტომწარმოებლის ამერიკული ოფისის დირექტორმა კლაუს ცელმერმა.

Automotive News წერს, რომ ოთხცილინდრიანი ძრავით ქროსოვერ Porsche Macan-ის დებიუტი 2014 წლის აპრილში შედგა, ის 1995 წლის შემდეგ გერმანული მარკის პირველი მოდელი გახდა, რომელსაც ოთხი ცილინდრი აქვს. აგრეგატის სიმძლავრე 252 ცხენის ძალაა.

ნულიდან ას კილომეტრს ტურბირებული Porsche Macan 6,7 წამში კრებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 229 კილომეტრს შეადგენს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები