ბოლო პერიოდში, სელენა გომესს მომატებული კილოგრამების გამო აკრიტიკებენ. კრიტიკას ვარსკვლავმა სოციალური ქსელის მეშვეობით უპასუხა და ვიდეო გაავრცელა.
„არის დღეები, როცა საშინლად ვგრძნობ თავს. მინდა ჯანმრთელი ვიყო და ჩემს თავზე ვიზრუნო. ჩემი წამლები ჩემთვის მნიშვნელოვანია და მჯერა, რომ მეხმარება. რაც წონას შეეხება, მე არ ვარ მოდელი და არც ვიქნები. მე ნამდვილად არ ვარ ერთ-ერთი მათგანი“ , – ამბობს გომესი.
როგორც ცნობილია, სელენას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, სელენა გომესს რამდენიმე წლის წინ თირკმელების ქრონიკული დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც 2017 წელს თირკმლის გადანერგვა დასჭირდა. სელენა გამუდმებით იღებს მედიკამენტებს.
„წამლების გამო, რომლებსაც ვიღებ, შვილს ვერასდროს გავაჩენ“, – განაცხადა ცოტა ხნის წინ გომესმა Rolling Stone-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
„ახალი ვარსკვლავური წყვილი“ – სელენა გომესმა ბოლოს და ბოლოს სიყვარული იპოვა
Selena Gomez goes live on TikTok to address comments about her body. She talks about her health, medication for lupus and how they affect her body. pic.twitter.com/JL3hIArShB
— Selena Gomez News (@OfficialSGnews) February 16, 2023