LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Model X-ის მფლობელმა „ტესლას“ 100 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა

42
Capture

მიუნხენის სასამართლომ „ტესლას“ მოსთხოვა, რომ Model X-ის მფლობელს 99 420 ევრო გადაუხადოს. ქალმა ამერიკულ ავტო გიგანტს სასამართლოში გაუმართავი ავტოპილოტის გამო უჩივლა. დაზარალებულის განცხადებით, სისტემა წინაღობებზე არაადეკვატურად რეაგირებს, ავტომობილი შესაძლოა შუა გზაზე გაჩერდეს, რითაც მძღოლსაც და მგზავრებსაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

გერმანელმა ელექტროქარი 2016 წელს 112 640 ევროდ შეიძინა, მანქანა მას 2017 წელს მიუყვანეს. ავტოპილოტის ფუნქციისთვის ქალმა დამატებით 5500 ევრო გადაიხადა.

იმავე წლის ნოემბერში ავტომფლობელმა საგზაო ასისტენტის მუშაობაში უცნაური ხარვეზები შეამჩნია. ავტოპილოტი წინააღმდეგობებს ვერ ცნობდა, შეეძლო შუა გზაზე ყოველგვარი მიზეზის გარეშე გაჩერებულიყო. სასამართლომ კი ასეთი „გაჩერებები“ სერიოზულ საფრთხედ მიიჩნია.

„ტესლა“ თავის დასაცავად აცხადებდა, რომ ავტოპილოტი ქალაქის ქუჩებისთვის არ იყო შექმნილი, თუმცა მოსამართლემ ეს არგუმენტი არ მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები