თიკო ნატროშვილი სოციალურ ქსელში მილოცვებს იღებს. მან თავად გამოაქვეყნა ფოტო, სადაც აღნიშნულია, რომ პატარა შეეძინა. თიკოსა და გაბრიელ ხაბულიანისთვის პატარა ლუკა მესამე შვილია, უფროსიც და შუათანაც ვაჟები არია
თიკო ნატროშვილმა გერმანიაში, ბონის კლინიკაში იმშობიარა. მან ექიმების არაჩვეულებრივ გუნდს მადლობა გადაუხადა.