LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ფინალშია

95

რიოს ოლიმპიურ თამაშებზე, 57 კგ წონით კატეგორიაში თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ფინალში გავიდა.

ქართველმა მოჭიდავემ ნახევარფინალში ბულგარელ ვლადიმირ დუბოვს 8:4 სძლია.

აქამდე ხინჩეგაშვილი საკვალიფიკაციო რაუნდში ისვენებდა, ხოლო მერვედფინალში ყაზახ ნურისლამ სანაევს 4:3 მოუგო. მეოთხედფინალში ქართველი სპორტსმენი აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევს შეხვდა და 4:3 დაამარცხა.

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხი” წარმოადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები