LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მობიტელის“ მიერ „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენის საკითხი 4 აპრილამდე უნდა გადაწყდეს

37

„მობიტელის“(ბილაინი) მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო  მომსახურების სეგმენტის შეძენაზე ერთობლივი განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენის სხდომა 25 მარტს გაგრძელდება.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შპს „მობიტელის“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ ერთობლივი განცხადების საფუძველზე შპს „მობიტელისთვის“ შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენის თაობაზე ერთობლივი განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართა.

კომისიამ საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით შპს „მობიტელს“ (ბილაინი) შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენის სქემის  დაკონკრეტების მიზნით დამატებითი ინფორმაციის და შესაბამისი დოკუმეტაციის წარმოდგენა მოსთხოვა. განმეორებით  შპს „მობიტელის“ მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენაზე ერთობლივი განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენის სხდომა 2016 წლის 26 მარტს გაიმართება.

კომისიამ შპს „მობიტელის“ მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენაზე ერთობლივი განცხადების განხილვის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 2016 წლის 5 აპრილს უნდა დაასრულოს, როდესაც საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ შესაბამისად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების მაქსიმალური, სამთვიანი ვადა იწურება.