LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მობილურის კაბელი ვერ ვიშოვე, ყოველდღე დავდივარ სადგურზე, სულ დაკეტილია, პრობლემებს გვიქმნიან – დავით აქუბარდია (ვიდეო)

827
Capture

ტელეკომპანია “კავკასიის” დამფუძნებელმა და წამყვანმა, დავით აქუბარდიამ “მთავარი არხის” ეთერში საგანგებო მდგომარეობის პირობებში არსებული  შეზღუდვები გააკრიტიკა. მისი თქმით, მთავრობა მოსახლეობას პრობლემებს უქმნის.

დათო აქუბარდია: “მაჩუქეს ყვავილი და ქოთანი ვერ ვიყიდე”

“მობილურის კაბელი ვერ ვიშოვე იცით, გამიწყდა და დაკეტილია, აი სადგურის გაყოლებაზე თუ იცით რიგები რომ არის, ყოველ დღე დავდივარ, ვფიქრობ ახლა თუ გახსნეს, პრობლემებს გვიქმნიან”, – ამბობს დავით აქუბარდია.

მანამდე, დათო აქუბარდიამ პრემიერს მიმართა, რომ თმა ჰქონდა შესაკრეჭი და სალონები გაეხნა. მოგვიანებით, ელიავას ბაზრობის გახსნაც მოითხოვა, რადგან აცხადებდა, რომ “რუბილნიკი” დაეწვა. ბოლო მოთხოვნა კი იმ მაღაზიის გახსნა იყო, სადაც ყავილების ქოთნის ყიდვას შეძლებდა. მისი თქით, ყვავილი აჩუქეს, თუმცა არც ერთი ის მაღაზია არ მუშაობდა, სადაც ქოთნის ყიდვას შეძლებდა.

დათო აქუბარდია: “საპარიკმახეროები გახსენით, ხალხო, თმები მაქვს შესაკრეჭი”