LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მობილიზებულ რუსებს სამხედრო ფეხსაცმელი, ტანსაცმელი და აღჭურვილობა არ აქვთ – უკრაინის გენშტაბი

53
რუსი სამხედრო

მობილიზებულ რუსებს სამხედრო ფეხსაცმელი, ტანსაცმელი და აღჭურვილობა არ აქვთ, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მისივე ცნობით, რუსული მხარე ხსენებულ პრობლემას ყურადღებას არ აქცევს.

“რუსეთის სამხედრო სარდლობას მობილიზებული მოქალაქეების მატერიალურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. ასე რომ, ხერსონის მიმართულებით მობილიზებული რუსი სამხედროები ცუდი აღჭურვილობით გამოირჩევიან, უმრავლესობას არ აქვს სამხედრო ფეხსაცმელი და უნიფორმისა და აღჭურვილობის სხვა ელემენტები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები