კორონავირუსის პანდემიის გამო, სხვა მუსიკალურ ფესტივალებთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ღონისძიება, Coachella გადაიდო. ის ოქტომბერში გაიმართება.
ფესტივალი Coachella კორონავირუსის გამო, ოქტომბრამდე გადაიდება
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, უამრავი ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, რომ რომ მსოფლიოს ვარსკვლავები ტურნეებსა და კონცერტებს ერთმანეთის მიყოლებით აუქმებენ. ახლა კი ვიგებთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური Coachella-ს ფესტივალი, რომელიც კალიფორნიაში, 10-12 და 17-19 აპრილს უნდა გამართულიყო, კორონავირუსის საფრთხის გამო, ოქტომბრამდე გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაცია ღონისძიების „ინსტაგრამზე“ გავრცელდა. https://www.instagram.com/p/B9kiXYUHFvr/?utm_source=ig_embed შეგახსენებთ, ფესტივალი კალიფორნიაში, კოლორადოს უდაბნოში ყოველწლიურად იმართება, […]
წელს ფესტივალი 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. სწორედ ამ თარიღის აღსანიშნავად გადაღებული დოკუმენტური ფილმის, Coachella: 20 Years in the Desert თრეილერი გავრცელდა. ნამუშევრის პრემიერა 10 აპრილს, „იუთუბზე“ შედგება, მისი რეჟისორი კრის პერკელია.
აღსანიშნავია, რომ ფილმში მობის, ბილი აილიშის და სხვა ვარსკვლავების ექსკლუზიური ინტერვიუები იქნება წარმოდგენილი. ფილმში ისეთი არტისტების გამოსვლებსაც ვიხილავთ, როგორებიც არიან: Radiohead, Daft Punk, კანიე უესტი, ბიორკი, მადონა და სხვები…