ფინელი გამომგონებელი ტალინში მცურავი საუნით წავა. ინჟინერ-მექანიკოსმა იანე კიაპიულეხტომ, რომელიც წარსულში NASA-ს რიგებში მსახურობდა, დიდი ხნის ოცნება აისრულა და მზის ელემენტებზე მომუშავე მცურავი საუნა ააგო. საუნა მოტივტივე პლატფორმაზეა განთავსებული, რაც მასზე მყოფ ადამიანებს წყალში გადახტომისა და გაცურვის საშუალებას მისცემს. ამასთან, პლატფორმაზე მზისგან დამცავი ქოლგა და კომფორტულად მოსათავსებელი კუთხეცაა მოწყობილი. უჩვეულო მცურავი ობიექტი ენერგიას მზის ელემენტებისგან იღებს და საუნის ღუმელსაც სწორედ მზე ახურებს. იმისათვის, რომ ჰელსინკიდან ტალინამდე ჩავიდეს, გამომგონებელს 80 კმ-ს გავლა და 9 საათი დასჭირდება, ამ დროის გატარებას ის წყალში ცურვასა და საუნაში ნებივრობაში გეგმავს.