LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მნიშვნელოვნად გაიზრდება მომზადებული, NATO-ს სტანდარტებით გაწვრთნილი რეზერვი“ – პარლამენტმა, მესამე მოსმენით, „თავდაცვის კოდექსი“ დაამტკიცა 

138
რეზერვი

პარლამენტმა, მესამე მოსმენით, „თავდაცვის კოდექსი“ დაამტკიცა. „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი 80 ხმით მიიღეს.

თავდაცვის მინისტრი: ქვეყანას უნდა ჰყავდეს აუცილებლად კარგად გაწვრთნილი რეზერვი

„თავდაცვის კოდექსი“, თანამდევი კანონპროექტებით, ახლებურად აწესრიგებს სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვასთან, სამხედრო პოლიციასთან, სამხედრო სამსახურთან, სამხედრო აღრიცხვასთან, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან, პროფესიულ სამხედრო სამსახურთან, თავდაცვის ძალების რეზერვთან და სარეზერვო სამხედრო სამსახურთან, სამხედრო განათლებასთან, საერთაშორისო სწავლებასთან, სამშვიდობო ოპერაციასთან წახალისებასა და დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან, საომარ მდგომარეობასთან და თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

„წვევამდელთა ჯარი ვეღარ იქნება ისეთი, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო“ – ვის გაიწვევენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში

„საქართველოსთვის, როგორც პატარა ქვეყნისთვის და როგორც რუსეთის აგრესიის პირდაპირი სამიზნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის თავდაცვა იყოს ყველა მოქალაქის ვალდებულება.“ – განუცხადა „ფორტუნას“ ანდრო გოცირიძემ.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, „თავდაცვის კოდექსი“ აუცილებელია იმ მიზნების მიღწევისთვის, რაც ემსახურება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, NATO-სთან თავსებადობის ამაღლებას, სამხედროებისათვის სოციალური გარანტიების დაწესებას.

როგორც მანვე განმარტა, რეფორმებით, რასაც “თავდაცვის კოდექსი“ მოიცავს, მნიშვნელოვნად გაიზრდება მომზადებული, NATO-ს სტანდარტებით გაწვრთნილი რეზერვი.

ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ:

ახალი „თავდაცვის კოდექსით“ სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური არ შეეხებათ

„ყველა რელიგიის წარმომადგენელი სამხედრო ვალდებულია“ – სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებთან თავდაცვის ახალი კოდექსის პროექტი განიხილეს

„ნებისმიერ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, ბაკალავრიატის ხარისხის მიღებასთან ერთად, მიიღოს ლეიტენატის ან სერჟანტის წოდება“ – ჩაჩიბაია თავდაცვის ახალი კოდექსის დეტალებს განმარტავს

სამხედრო სავალდებულო სამსახურის ერთი წლით გადავადების მოსაკრებელი 5 ათასი ლარი იქნება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები