თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი საჯარო სექტორში ხელფასების მატებასთან დაკავშირებით ოპოზიციის ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხელფასების მატება საბიუჯეტო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად ხდება.როგორც ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულ მოქალაქეებს, რომლებიც თბილისის საკეთილდღეოდ ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მუშაობენ, ღირსეული ანაზღაურება ჰქონდეთ.
რაც შეეხება, თანამდებობის პირებისთვის თანამდებობრივი სარგოს მატებას, ლევან ჟორჟოლიანის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ხელფასის მატების საშუალებას 2017 წლიდან იძლეოდა, ამ შესაძლებლობით თანამდებობის პირებს არ უსარგებლიათ.
„საჯარო სექტორში ხელფასების მატება გამოწვეულია საბიუჯეტო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, რომლის თანახმადაც საბაზისო ხელფასი, რომელიც აქამდე 1000 ლარს შეადგენდა, 1100 ლარით შეიცვალა.
მიგვაჩნია, რომ საჯარო მოხელეების ხელფასი უნდა იყოს ღირსეული, რადგან ეს ადამიანები ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ, ყოველდღიურად, ოცდაოთხი საათის განმავლობაში მუშაობენ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მთელი რესურსი გვაქვს მიმართული იმისკენ, რომ საჯარო მოხელეებს ხელფასები მოემატოთ. რაც შეეხება თანამდებობის პირებისთვის ხელფასების ზრდას, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ხელფასის მატების საშუალებას 2017 წლიდან იძლეოდა, ამ შესაძლებლობით თანამდებობის პირებს არ უსარგებლიათ“- განცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.