LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა ჩქარა-ჩქარა არ ჭამონ” – სკოლებში შესვენების დრო გაიზრდება

111

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ბავშვების ჯანსაღ ცხოვრებაზე გადაწყობის მიზნით, სკოლებში კიდევ ერთ ცვლილებას გეგმავს.

ჯეჯელავას განცხადებით, სკოლებში შესვენება 20 წუთამდე უნდა გაიზარდოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წახემსებისთვის ჰქონდეთ საკმარისი დრო, რომ ჩქარა-ჩქარა არ ჭამონ, რადგან ეს ჯანმრთელობისთვის არის მნიშვნელოვანი. შესვენების გახანგრძლივების ძირითადი მიზანიც ესაა – ნელა და მშვიდად წახემსება”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

განათლების მინისტრს მოკლე ვადაში რამდენიმე მნიშვნელოვანი და უცნაური ინიციატივა უკავშირდება – ერთერთი უახლესი სკოლებში მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური შესანახი კარადების მოწყობა და ელექტრონული სახელმძღვანელოების შექმნაა.

ამჟამად მიმდინარეობს მინისტრის მიერ ინიცირებული „ვაშლების პროექტი”. რამდენიმე სკოლაში მოსწავლეებს ვაშლები უკვე დაურიგდათ.