LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მნიშვნელოვანია, ”ქართულმა ოცნებამ” გაიგოს, რას ნიშნავს კომპრომისი – თინა ბოკუჩავა

141

“მნიშვნელოვანია, ”ქართულმა ოცნებამ” გაიგოს, რას ნიშნავს კომპრომისი – ეს არის შეთანხმება არა ”ქართული ოცნების” გუნდში, არამედ შეთანხმება სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას შორის,” – ამის შესახებ ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, თინა ბოკუჩავამ, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დაანონსებულ კონულტაციებზე განაცხადა.

თუკი ეს იქნება მათი ამოსავალი წერტილი, რაიმე კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელი იქნება. ჩვენ, ჩვენი მხრივ, წარვადგენთ საკითხებს, რომელზეც მრავალი თვეა, საუბარია და რაც ჩვენი მოსახლეობის ინტერესიაეს არის 2020 წლისათვის მთლიან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და მოქალაქეებისთვის უფლების დატოვება, პირდაპირი გზით აირჩიონ საქართველოს პრეზიდენტი, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე მმართველი გუნდი ოპოზიციურ პარტიებს ხვალ პარლამენტში შეხვდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები