LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მნიშვნელოვანი მასალაა, თუმცა დავით კეზერაშვილი მზად არის ითანამშრომლოს ყველა მხარესთან“ – ლაშა ფარულავა

155
Untitled design

„მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ BBC ეროვნულ დონეზე იყოს დაინტერესებული  შიდა პოლიტიკური გარჩევებით,  ან იმით თუ როგორი არაკეთილსინდისიერია „ქართული ოცნება“. მათ აქვთ თავიანთი სარედაქციო პოლიტიკა და ამ პოლიტიკით ხელმძღვანელობენ, თუმცა საერთაშორისო გამოძიება ყველა ეჭვს მოხსნის დღის წესრიგიდან“ – განაცხადა რადიო  „ფორტუნას“ ეთერში ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ. ფარულავა დარწმუნებულია, რომ ის აღქმა რომელიც ახლა არსებობს დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით გაქარწყლდება.

დავით კეზერაშვილი განცხადებას ავრცელებს

„მნიშვნელოვანი მასალაა,  თუმცა მნიშვლელოვანია ისიც, რაზეც დავით კეზერაშვილმა ისაუბრა. ის მზად არის ითანამშრომლოს ყველა მხარესთან. როცა საქმე გვაქვს საერთაშორისო გამოძიებასთან იქ გამორიცხულია მიკერძოებული მიდგომა. არსებობს საერთაშორისო გამოძიება და შესაბამისად ყველაფერი გაცხადდება“ – განაცხადა ლაშა ფარულავამ გადაცემაში „დღის თემა“.

პარტიის ერთ-ერთი, ლიდერი ბაჩო დოლიძე კი ამბობს, რომ ე.წ. ქოლცენტრების საქმე არის შავი ბიზნესი, რომელიც მხოლოდ ხელისუფლების უმაღლესი შტოების მფარველობის ქვეშ შეიძლება ფუნქციონირებდეს.

„ვერცერთი ქოლცენტრი ვერ იარსებებს ხელისუფლების  მფარველობის გარეშე,  ეს წარმოუდგენელია. ეს ის შავი ბიზნესია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების უმაღლესი შტოების მფარველობის ქვეშ შეიძლება ფუნქციონირებდეს. პრობლემა სწორედ ის არის, რომ ჩვენი ქვეყანა იღებს რეპუტაციულ ზიანს. ვინ, როგორ და რა ფორმით იყო ჩართული ეს გამოძიების საგანია“ – განაცხადა ბაჩო დოლიძემ რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში.

შეგახსენებთ, BBC-მ“  ჟურნალისტური გამოძიების მასალები  გამოაქვეყნა, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა,  თაღლითური სქემის ორგანიზატორად კი დავით კეზერაშვილია დასახელებული.  BBC- ის ცნობით, კიბერთაღლითების გლობალურმა ქსელმა ინვესტორები გაძარცვა. ზარალი მილიარდ დოლარს აღწევს. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, თავდაპირველად თაღლითები ტელეფონით უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს და შემოსავლების იოლად მიღების გზებს სთავაზობდნენ, საბოლოო ჯამში კი, მათ საკრედიტო ბარათების მონაცემებს ართმევდნენ და ძარცვავდნენ. BBC-ის ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 125 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა „სოლო ქეფითალსი“. როგორც BBC  წერს, თაღლითების საერთაშორისო ქსელის გაშიფვრაზე ჟურნალისტები ერთი წელი მუშაობდნენ.

„BBC-ის ცნობით, საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ „მილტონის ჯგუფსა“ და მასთან დაკავშირებულ კომპანიებთან ყველაზე ხშირად ხუთი ადამიანის სახელი ჩნდება. ესენი არიან: დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, ჯოზეფ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. „ბიბისიმ“ აღნიშნული გვარები ე.წ. პანამის დოკუმენტებში გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ მათგან გოგეშვილი, მგელაძე და მაიკლ ​ბენიმინი ოფშორულ კომპანიებში დირექტორებად ან მაღალი თანამდებობის პირებად მუშაობენ. ამასთან, BBC  წერს, რომ ყველა ეს კომპანია დაკავშირებულია საქართველოს მთავრობის ყოფილ მაღალჩინოსანთან, თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან.

ამავე თემაზე:

მელია: „ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ მსგავსი რეპორტაჟი გაკეთდა ბიძინა ივანიშვილზე, რა იქნებოდა იმ ადამიანების კომენტარები.. მონსტრთან ბრძოლაში, მონსტრს არ უნდა დაემსგავსო“

სახალხო დამცველი კეზერაშვილის საქმეზე: ვერ ვიქნებით ვერავის ადვოკატი და ვერ მოვითხოვთ ვინმეს დასჯას ან გამართლებას

ბეჟაშვილი BBC-ის სტატიაზე: „ეჭვი მაქვს, ეს თემა შემოგდებულია სამთავრობო მედიის მიერ, რომ გადაიფაროს ივანიშვილის ბაობაბების სკანდალი კენიაში, მოსამართლეთა სანქცირება..“

ელისაშვილი: „აქ იყო და ჯარი გაძარცვა, იქაა და უცხოელი პენსიონერები გაატყავა, ამ ამაზრზენ ტიპს უძვრება ნახევარი ოპოზიცია.. არსად დაგეკარგოთ ეგ კეზერაშვილი“

პაპუაშვილი: სამწუხაროდ, დავით კეზერაშვილს იფარებს ევროპა და ვხედავთ, რომ იქიდან გეგმავს არეულობას ქვეყანაში, იმედი მაქვს, საქართველოს გადმოეცემა

ზარქუა: „მივმართავ ქალბატონ დეგნანს, დაასანქცირეთ დავით კეზერაშვილი – ქალბატონო ფოტიგა, რაისა თუ რასა, კუბილიუს ბატონო, შეცდომაში იყავით შეყვანილი, თუ მონაწილე ხართ ამ სქემის?!“

„რისი სუსია, თუ თვალწინ ჰქონდა უზარმაზარი „ქოლ-ცენტრი“, სადღაც კორპუსში და ამას ვერ ატყობდა? მაშინ ახლავე უნდა წავიდნენ ციხეში“ – გოცირიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები