LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მმართველი პარტიის ლიდერის დღევანდელი განცხადება არის ერთ-ერთი კლასიკური შემთხვევა, როდესაც მათი ლოგიკის გემს კომპასი ერევა“ – კახა ქემოკლიძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

129
BeFunky-collage (10)

„ჩემი აზრით, ეს პირდაპირ უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ეს სამსახური ვერ ჩაერთო და ვერ ჩაება პარტია „ქართული ოცნების“ ვერტიკალურ მმართველობაში“ – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის შეფასებისას განაცხადა.

„ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის, ასევე სახალხო დამცველის ოფისი არის სამსახური, რომელიც ინარჩუნებს დამოუკიდებლობას და ოპერირებს საკუთარი კანონის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და მისივე მოსაზრებით, სწორედ ეს გახდა „ორკესტრირებული წინასაახალწლო შეტევის მიზეზი „ქართული ოცნების“ მხრიდან“.

ეს სამსახური უნდა ყოფილიყო ჩამოყალიბებული ორ ნაწილად, გაერთიანება გუნდის ერთ-ერთ ლიდერის პოლიტიკური მიზნების გამო მოხდა: ირაკლი კობახიძე

მან ასევე შეაფასა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დღევანდელი სახით ჩამოყალიბება იყო მათი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის პოლიტიკური ინტერესი. ირაკლი კობახიძემ არ დააკონკრეტა, იყო თუ არა ეს ლიდერი ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

„მმართველი პარტიის ლიდერის დღევანდელი განცხადება ჩემი აზრით არის ერთ-ერთი კლასიკური შემთხვევა, როდესაც მათი ლოგიკის გემს კომპასი ერევა ხოლმე და სრულიად აბსურდულ განცხადებებს აკეთებენ. ლონდა თოლორაიას ერთადერთი კავშირი, თუ კი შეიძლება კავშირად ჩაუთვალოთ გახარიასთან არის ის, რომ იმ პერიოდში მუშაობდა შს სამინისტროში, ისევე როგორც ყველა დანარჩენი 39 000 თანამშრომელი.

არა მხოლოდ ჩვენი, ასევე კომპეტენტური ადამიანების, ინსტიტუციების შეფასებით, ლონდა თოლორაია გამოირჩევა დამოუკიდებლობით, მაღალი კომპეტენციებით და ეს არის ის ფაქტორი, რომელიც, როგორც ჩანს ყველაზე ძალიან აღიზიანებს ქართულ ოცნებას“, – განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

ვერ ვიფიქრებდი, რომ სამსახურის წარმატებული საქმიანობის ორი წლის თავზე მე მომიწევდა თქვენს წინაშე დგომა და საუბარი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე: სახელმწიფო ინსპექტორი

შეშფოთებული ვართ ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, მოვუწოდებთ ინიციატივა უკან წაიღონ: გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი

მოვუწოდებ ინსპექტორის სამსახურს, დახურვამდე მოასწრონ და გამოაქვეყნონ ჩემი გლდანში გადაყვანის სრული ჩანაწერი, რომლის განადგურების ბრძანებაც სუსმა გასცა: სააკაშვილი

“ქართული ოცნება” აგრძელებს დამოუკიდებელი ინსტიტუტების განადგურებას: ნათია მეზვრიშვილი

“ქართული ოცნება” უდიდეს მონაპოვარს ანადგურებს და ინსპექტორის სამსახურში დასაქმებულებს სახლში უშვებენ: ბუჩუკური

ეს სამსახური უნდა ყოფილიყო ჩამოყალიბებული ორ ნაწილად, გაერთიანება გუნდის ერთ-ერთ ლიდერის პოლიტიკური მიზნების გამო მოხდა: ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის შეჩერებას ითხოვენ

მდინარაძე: ჩვენი კატეგორიული რეკომენდაციაა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებმა შეინარჩუნონ სამსახურიაშშ-ს ელჩი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ლონდა თოლორაიას შეხვდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები