LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მკვლელს სხვაში შეეშალა, ზურგიდან მიეპარა, დანა ჩაარტყა და ადგილზე მოკლა.. ამ ეტაპზე რაც ოჯახს ყველაზე მეტად სჭირდება, ესაა იურისტი ნიდერლანდებში, სავარაუდოდ ქართველი.. წარმოიდგინეთ, რამდენ თანხებთან არის დაკავშირებული“ – ნიდერლანდებში მოკლული შოთა საკანდელიას დედის მეგობარი

464
Untitled design (3)

ნიდერლანდებში მომხდარ მკვლელობას, რომლის დროსაც რესტორანში, 32 წლის შოთა საკანდელია სასიკვდილოდ დაჭრეს, მოკლულის დედის მეგობარი ქალბატონი მანანა გაგუა ეხმაურება და წერს, რომ შოთა საკანდელიას ოჯახი სამართალს ეძებს.

„უცხოეთში, სტუმრებით გადაჭედილ სასტუმროს ფოიეში, ტელეფონს მიჩერებული, მოულოდნელად, ზურგში დანის ჩარტყმით, ვინ გარეწარმა გაგიმეტა დედა… რატომ დე? შენ რატომ?“ – ნიდერლანდებში მოკლული ქართველი ბიჭის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

ნიდერლანდებში 28 წლის თორნიკე მანველიძეს საქართველოს მოქალაქის სასიკვდილოდ დაჭრის ბრალდებით ეძებენ

გავრცელებულ პოსტში მანანა გაგუა აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, ოჯახს არ აქვს ფინანსური საშუალება ნიდერლანდებში ადვოკატი დაიქირაოს, რადგან ეს თანხებთან, კონტაქტებთან და ენის ბარიერთან არის დაკავშირებული.

მანანა გაგუა წერს, რომ „ამ ეტაპზე რაც ყველაზე მეტად ოჯახს სჭირდება, ნიდერლანდებში, სავარაუდოდ, ქართველი იურისტი ესაჭიროება“.

„გრძლად უნდა დავწერო, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ გთხოვთ, ბოლომდე წაიკითხოთ.

დაახლოებით ერთი თვის წინ მეგობრის შვილი მოკლეს ნიდერლანდებში. მკვლელს სხვაში შეეშალა, ზურგიდან მიეპარა, დანა ჩაარტყა და ადგილზე მოკლა. რა თქმა უნდა, გაიქცა, დღესაც მიმალვაშია და ინტერპოლი ეძებს.

ახლა ჩემი მეგობრის სტატუსი ვნახე, მოვკვდი, რომ ვკითხულობდი. ძალიან მძიმე და ემოციურია, არც ვიცოდი, გამეზიარებინა, თუ არა. იმ წამიდან, რაც ამ სრულიად წარმოუდგენელი ტრაგედიის შესახებ გავიგე, სულ ვფიქრობ, რა შემიძლია გავაკეთო, რით შემიძლია ოჯახს გვერდში ამოვუდგე, რომ რაღაცაში მაინც დავეხმარო, მაგრამ მართალი გითხრათ, ვერაფერი მოვიფიქრე. საჭირო სიტყვებსაც ვერ ვპოულობ. ერთი პერიოდი ვიფიქრე, ანგარიშს გავხსნი, ვისაც როგორ შეუძლია, დაეხმაროს-მეთქი, მაგრამ ამისიც მერიდება. ვცადე, დავკავშირებოდი ორგანიზაციებს, რომლებიც იურიდიული მომსახურებით, ამ თუნდაც რჩევით მიეშველებოდნენ, მაგრამ ერთი-ორი ადამიანის გარდა (დიდი მადლობა მათ) არავის მოუკლავს თავი.

ოჯახი სამართალს ეძებს. უნდათ, რომ დამნაშავე იპოვონ და სათანადოდ დაისაჯოს, მაგრამ მთელი უბედურება იმაშია, რომ ურჩიეს, საქართველოში ადვოკატის დაქირავებას აზრი არა აქვს, ნიდერლანდებში უნდა გააკეთოთ ესო. წარმოიდგინეთ, რამდენ სირთულესთანაა ეს დაკავშირებული, თანხებთან, კონტაქტებთან, ენის ბარიერთან. ოჯახი მარტვილში ცხოვრობს.

ვაცნობიერებ, რომ მძიმე სიტუაციაა, მაგრამ არ მინდა, დავიჯერო, რომ დამნაშავის მონახვა შეუძლებელია. ასე უნდა შერჩეს ეს დანაშაული და გააგრძელოს ცხოვრება? ჩემ შვილს რომ გაეკეთებინა ეს, თვალს არ დავახამხამებდი, ჩემი ხელით მივიყვანდი პოლიციაში. მამამისს კი სახლს ყიდის თურმე, ჩემს შვილს უნდა დავეხმაროო. მწერალია, სხვათა შორის, ვინ იცის, რა გულის ამაჩუყებელ წიგნებს წერს.

„არაფერი ვიცი… რამდენიმე დღის წინ გავაცილე ჰოლანდიაში…“ – რას ამბობს ცნობილი მწერალი შვილზე, რომელიც ქართველის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

არც ვიცი, რატომ ვწერ ამ სტატუსს, რას ველი. ამ ეტაპზე რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ, ესაა იურისტი ნიდერლანდებში, სავარაუდოდ ქართველი.

ბევრი ფრენდი მყავხართ, ჟურნალისტი, იურისტი, პოლიტიკოსი, აქტივისტი… იქნებ ვინმემ რაიმე ურჩიოთ ოჯახს, ან გააზიაროთ მისი (ან ჩემი) სტატუსი, იქნებ რაიმე გზა გამოჩნდეს მათ დასახმარებლად“, – წერს მანანა გაგუა.

 

გრძლად უნდა დავწერო, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ გთხოვთ, ბოლომდე წაიკითხოთ.
დაახლოებით ერთი თვის წინ მეგობრის შვილი მოკლეს…Posted by Manana Gagua on Sunday, November 12, 2023