„არ გამოვრიცხავ, რომ მკვლელობის საქმეებთან დაკავშირებული შესაბამისი სანქციების გამკაცრებაზე ინიციატივა მოვამზადოთ, რათა მაქსიმალური პრევენცია მოვახდინოთ იმით, რაც კანონმდებლობის დონეზე არის შესაძლებელი,”- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, სანქციების გამკაცრების ინიციატივის მიზანი დანაშაულის პრევენციაა.
პოლიციელებმა მამაკაცის მკვლელობა წინასწარ დაგეგმეს და გვამი მტკვარში გადააგდეს - დაკავებულია 5 პირი
უწყების ცნობით, 35 წლის მამაკაცის მკვლელობა წინასწარ იყო დაგეგმილი.
,,თბილისში, ბოლო წლების განმავლობაში, პრაქტიკულად, ერთი-ორი საქმის გარდა, მკვლელობის გაუხსნელი საქმე არ არსებობს, მაგრამ ამის მიუხედავად, მგონია, რომ მკვლელობის პრევენციისთვის, სასჯელის მიზნებიდან გამომდინარე, შეგვიძლია, დავიწყოთ მსჯელობა, გავამკაცროთ თუ არა მკვლელობისთვის სანქცია, რაც საფუძველს მოგვცემს, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის პრევენცია მოხდეს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ზუგდიდში ძმამ ძმა მოკლა
ვინ იყო ქალი, რომელიც გუშინ თელავში ყოფილმა ქმარმა მოკლა
თელავში ქმარმა ცოლი მოკლა, თავად კი დაჭრილია