LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მკვლელობა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება – იაგო ნებიერიძეს უვადო პატიმრობა შეუფარდეს

246
nebierize

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო. მას სასამართლომ უვადო თავისუფლება აღკვეთა შეუფარდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, იაგო ნებიერიძე დამნაშავედ იქნა ცნობილი, როგორც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის, ასევე სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენაში. გადაწყვეტილება გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძემ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმა ნებიერიძემ. მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ აღნიშნულ დანაშაულში უდანაშაულოა და ის დანაშაულის შეუტყობინებლობაში უნდა სცნონ დამნაშავედ.

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.