LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მკვლელმა ორი დღის წინ ფეხი მიბაკუნა, გეყოფა გლოვა თავი ნუ მოგვაბეზრეო – ასეთი სულგაყიდული ადამიანებისგან ნუ გაგიკვირდებათ მონაზონზე თავდასხმა, ქალებზე ძალადობა და ჩვენი შვილების მოკვლა: იზა ომაძე

494
Untitled design (3)

ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტს, ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ „დღეს დატრიალებულმა უსასტიკესმა მოქმედებამ მწყობრიდან გამოიყვანა“.

იზა ომაძე გვიზიარებს ვიდეოს, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოშია გადაღებული.

იზა ომაძე წერს, რომ „ასეთი სულგაყიდული ადამიანებისგან ვისაც სინანულის ნატამალი არ გააჩნია, მონაზონზე თავდასხმა, ქალებზე ძალადობა და ჩვენი შვილების მოკვლა არ უნდა გაგვიკვიორდეს“.

იზა ომაძის თქმით, „გიორგი კავილაძე დანიშნული მკვლელია, რომელიც ხვალ შეიძლება გარეთ აღმოჩნდეს“.

„დღეს ჩემი შვილის ღონისძიებას დავესწარი, გოჯუ – რიუს საქართველოს თასის გათამაშებას, ძალიან მაღალ დონეზე ორგანიზებულს, საოცარი ბავშვები ვიხილე, მეორე ადგილიც დავიკავეთ ბედნიერი ვიყავი როდესაც ჩემმა შვილმა მქუხარე აპლოდისმენტებით დააჯილდოვა პირველ ადგილზე გასული თანატოლი.

ორი დღეა დუმილს ვარჩევ, ასე ვაპირებდი ცოტა ხნით დუმილის შენარჩუნებას, არ მინდა ისედაც დაზაფრული ჩვენი საზოგადოება ჩემი ტკივილის თანაზიარი გავხადო ყოველდღიურად მაგრამ ეს მდგომარეობა დღის ბოლომდე ნამდვილად ვერ შევინარჩუნე, დღეს დატრიალებულმა უსასტიკესმა მოქმედებამ მწყობრიდან გამომიყვანა მონაზონზეა საუბარი

ეს ჩვენს ქვეყანაში მოხდა

ჩემო ძვირფასო ადამიანებო, მეგობრებო, ვიდეო რომელიც ჩემს პოსტს დავურთე ორი დღის წინანდელია, ვწუხვარ რომ მთლიანი ვერსია არ მაქვს, წელიწადი და სამი თვის წინ სრულიად საქართველომ იხილა როგორ დამიხვრიტეს შუა ქალაქში შვილი, არაკაცურად ზურგიდან

დღეს ეს მკვლელი თავისუფლებას ითხოვს, უფლებადამცველები მიმტკიცებენ გავიმარჯვებთო, მაშინ როცა ჯერ კიდევ უამრავი კითხვაა პასუხგაუცემელი

მკვლელმა ორი დღის წინ ფეხი მიბაკუნა, თითი მიქნია, გეყოფა გლოვა თავი ნუ მოგვაბეზრეო, მას დამკვეთი ეიმედება, ვიღაცის იმედით აპირებს სასჯელიდან თავის დაღწევას, ჩემო მეგობრებო ასეთი სულგაყიდული ადამიანებისგან ვისაც სინანულის ნატამალი არ გააჩნია ნუ გაგიკვირდებათ

შემდეგ მონაზონზე თავდასხმა

ქალებზე ძალადობა

ჩვენი შვილების მოკვლა

დიახ გიორგი კავილაძე დანიშნული მკვლელია, ყველამ უყურეთ თანდართულ ვიდეოს, დაიმახსოვრეთ ამ ადამიანის სახე, ის ხვალ შეიძლება გარეთ აღმოჩნდეს

მოკლას მონაზონი

იძალადოს ქალზე

დაგვიხიცოს შვილები

მოდით და შევთანხმდეთ ერთხელ და სამუდამოდ არ იყოს სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი

დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო“, – წერს იზა ომაძე.

 

დღეს ჩემი შვილის ღონისძიებას დავესწარი, გოჯუ – რიუს საქართველოს თასის გათამაშებას, ძალიან მაღალ დონეზე ორგანიზებულს,…

Posted by Iza Omadze on შაბათი, 26 ნოემბერი, 2022

 

ცნობისათვის, 24 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ნიკო კვარაცხელიას მკვლელობისთვის დაკავებული გიორგი კავილაძის პროცესი გაიმართა. გიორგი კავილაძე თითქმის ერთი საათის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ უდანაშაულოა და მას ჯგუფურად დანაშაული არ ჩაუდენია. მან მოყვა, რომ მკვლელობის დღეს ბორჯომში წასვლას გეგმავდა. ფაქტის დასამტკიცებლად, კავილაძემ ვინმე ლაშა სარალიძის დაკითხვა მოითხოვა, რომლის სახელი ამ დრომდე საქმეში არ არსებობდა. შუამდგომლობას მოსამართლემ უარით უპასუხა.

გიორგი კავილაძის სიტყვამ ნიკო კვარაცხელიას დედა კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ შვილის მკვლელობა შეკვეთილია. იზა ომაძემ დააანონსა, რომ თუ სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხი დროულად არ დადგება, ის უახლოეს დღეებში მათ თავად დაასახელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები