სოციალურ ქსელ „ინსტაგრამის“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხმარებელი ვარსკვლავი, ლონგორია მზიან სანაპიროზე დასვენებას და შესაბამისი ფოტოების გაზიარებას განაგრძობს.
41 წლის მსახიობის სურათებიდან ჩანს, რომ ის არაჩვეულებრივ ფორმაშია და ბევრ 20 წლის გოგოს ტოლს არ უდებს.
რაც შეეხება ლონგორიას ადგილობრივ გარდერობს, მასში ბრენდ Triangl -ის მკვეთრი ფერის საცურაო კოსტიუმები ჭარბობს, რომელთა ღირებულებაც საშუალოდ 89 დოლარს შეადგენს. მთავარი აქსესუარი კი ავიატორებია, რომლებიც მისი საუკეთესო მეგობრის, ვიქტორია ბექჰემის ესკიზით არის შექმნილი.