LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მკვდარი დამხვდა, ეზოში კაკალი მიდგას და იქ დავმარხეო” – ახალი დეტალები კახეთში 2 წლის წინ გაუჩინარებული ქალის საქმეზე

844
BeFunky-collage (14)

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ შალაურში ორი წლის წინ გაუჩინარებული 68 წლის ქალის საქმესთან დაკავშირებით, ოჯახის განცხადებით, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

68 წლის მზია ბედმანიკაშვილის ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ შესაძლოა, საქმე მკვლელობას უკავშირდება.

ამის ვარაუდი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ოჯახს ერთ-ერთმა ახლობელმა სოფელში მცხოვრები ფსიქიკური პრობლემების მქონე ქალის ნაამბობი მოისმინა.

გავრცელებული ინფორმაციით, მან წინა დღეს დაკარგული ქალი გზაზე ნახა და საკუთარ სახლში წაიყვანა, სადაც 3 დღით გამოკეტილი ჰყავდა, შემდეგ კი გარდაცვლილი ნახა და ეზოში, კაკლის ხის ქვეშ დამარხა.

ოჯახის წევრებმა ინფორმაცია სამართალდამცველებს შეატყობინეს.

გაუჩინარებული ქალის შვილი “რუსთავი 2-თან” ჰყვება, თუ რა განაცხადა შესაძლო ეჭვმიტანილმა:

“3 დღე მყავდა დამწყვდეულიო, ვაჭმევდი და ვასმევდი კიდეცო. შევედი შიგნით და მკვდარი დამხვდაო, ეზოში კაკალი მიდგას და იქ დავმარხეო – ამას სერიოზულად საუბრობს. სამი დღის განმავლობაში მეზობლები ამბობენ, დღე და ღამე მუსიკის ხმა გამოდიოდაო, ასევე ამბობენ, რომ კაკუნის ხმა გამოდიოდაო, ალბათ შველას ითხოვდა,”- აცხადებს გარდაცვლილის შვილი.

ახლობლების თქმითვე, პოლიციამ ზომებს მიმართა. დღეს ასევე ელოდებიან ექსპერტიზას.

“ფორტუნა” დეტალების გასარკვევად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. 

უწყებაში საქმის ახალ დეტალებთან დაკავშირებით არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ გამოძიება, რომელიც 202ო წელს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო, ახლაც გრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები