LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მკურნალობას არ თანხმდება“ – ჭიათურელმა მაღაროელმა, რომელმაც თვალები ამოიკერა, შესაძლოა, პროტესტი თბილისში, პარლამენტთან გააგრძელოს

130
Untitled design (1)

ჭიათურის მაღაროში დასაქმებული გიორგი კუპატაძე, რომელმაც, პროტესტის ნიშნად, 17 ივნისს თვალები ამოიკერა, შესაძლოა, თბილისში ჩამოვიდეს და პროტესტი პარლამენტის შენობასთან გააგრძელოს. ამის შესახებ „ფორტუნას“ თბილისში მყოფმა ჭიათურელმა მაღაროელმა, ტარიელ მიქაცაძემ განუცხადა.

„თუ არ იქნება დიალოგზე წამოსვლა, პარლამენტთან შიმშილობას დავიწყებთ – იმედია კარვის გაშლის საშუალება გვექნება“ – მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე

გაფიცული მაღაროელები ხვალიდან, აქციის პარალელურად, შიმშილობის დაწყებას გეგმავენ

ტარიელ მიქაცაძის თქმით, გიორგი კუპატაძე კლინიკაში გადაყვანას და მკურნალობას არ თანხმდება და ამ დრომდე პროტესტს კვლავ ჭიათურის მერიასთან, კარავში აგრძელებს:

„დღეს უნდათ რომ თბილისში ჩამოიყვანონ, თვითონ უნდა, პროტესტს აქ შეუერთდეს. სხვას არაფერს [მკურნალობას] არ თანხმდება“, – გვითხრა ტარიელ მიქაცაძემ.

„პროტესტი იქნება უვადო“ - მაღაროელების აქცია პარლამენტთან

ამის შესახებ განცხადება მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ცნობისათვის, ჭიათურაში მაღაროელთა აქცია 6 ივნისიდან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს ქალაქის მერიის შენობასთან კარავი აქვთ გაშლილი. შიმშილობა დაიწყო 10-მა მაღაროელმა.

მაღაროელმა გიორგი კუპატაძემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და თვალები ამოიკერა.

„არ მინდა დავინახო „ჯორჯიან მანგანეზი“ და ეს ხალხი, სანამ ჩვენი პრობლემები არ მოგვარდება..“ – მაღაროელი, რომელმაც პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა 

14-დღიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ კი, მაღაროელთა ნაწილი და მათი მხარდამჭერები თბილისში ჩამოვიდნენ და პარლამენტთან უწყვეტი აქციები დაიწყეს.

საკანონმდებლო ორგანოსთან კარვებია გაშლილი – აქციების პარალელურად კი ისინი შიმშილობის დაწყებას გეგმავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები