LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხოლოდ წყევლა-კრულვა გეხერხებათ და სიძულვილი არ გაკლიათ – ზაქარია ქუცნაშვილი ოპოზიციას

184
qucnashvili

“მხოლოდ წყევლა-კრულვა გეხერხებათ და სიძულვილი არ გაკლიათ,”- ასე მიმართა უმრავლესობის წარმომადგენელმა, ზაქარია ქუცნაშვილმა ოპოზიციას პარლამენტში, სადაც მეორე დღეა “მინისტრის საათის” ფორმატში თეა წულუკიანს უსმენენ.

ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით მიღებული კანონებით ხალხი შეაფასებს წინა და მოქმედი ხელისუფლების მუშაობას.

“9 წელი ხომ იყავით, 9 კანონი მაინც დამისახელეთ, რომელიც ხალხისთვის იყო გაკეთებული. დამისახელეთ სფეროებში – შრომითი ურთიერთობის, სისხლის სამართლის, სამოქალაქო სფეროში. მოიყვანეთ ეს 9 კანონი, თქვენ რა გააკეთეთ ხალხისთვის და მერე ვილაპარაკოთ, რომ ეს ხალხი ცუდები არიან და მე დაგიჭერთ მხარს.

მაგალითები არ გაქვთ, მხოლოდ წყევლა-კრულვა გეხერხებათ და სიძულვილი არ გაკლიათ. ამ გარემოში, სადაც არგუმენტები დავიწყებულია და წყევლა-კრულვაა წინ წამოსული, ძნელია ემოციების გარეშე საუბარი, მაგრამ ჩვენ ხალხი გვიყურებს და იმედი მაქვს, კანონებით შეფასდება თითოეული ჩვენგანის მუშაობა, კანონები იქნება ობიექტური მსაჯული იმისა, ვინ ვარგა და ვინ არ ვარგა,” – განაცხადა ქუცნაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები