„მხოლოდ ქართულის“ კონკურსანტი გოგონების და წამყვანი გოგონების ჩაცმულობაზე რუსუდან სებისკვერაძის ტურზე ქართულმა ბრენდმა „დალოოდი“ იზრუნა. ბრენდის კრეატიული დირექტორი მაკა კვიციანია. დიზაინერმა პროექტის მონაწილე გოგონებსა და წამყვანებს კლასიკური ლუქები შეურჩია. მათ შორის ნინი შონიას – ფერადი გრძელი კაბა, ანა ქურთუბაძეს შავი ფერის გრძელი კაბა. რაც შეეხება თამთა ხუხუნაიშვილს, მას სამხედრო პიჯაკის ქვეშ ეცვა ასევე ქართველი დიზაინერის ნინელის მიერ შექმნილი მაისური, ზედ დატანილი საქართველოს რუკით, ვინაიდან ის პატრიოტულ სიმღერას ასრულებდა…
ყოველ ტურზე „მხოლოდ ქართულის“ კონკურსანტების ჩაცმულობაზე სხვადასხვა დიზაინერი ზრუნავს, რომელთა კოლექციებს ახალ სეზონებზე მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე ვნახულობთ.
ფოტოები: ზაქარია ჭელიძე