LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მხოლოდ ქართული“ წლის საუკეთესო ტელეპროექტია

75

„ოქროს ტალღის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 26 ივნისს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. უამრავი ქართველი ვარსკვლავი, 15 ნომინაცია, საინტერესო გამოსვლები ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად – უამრავი ეპიზოდი გუშინდელი საღამოდან „ოქროს ტალღის“ ისტორიაში ჩაიწერა.

გამორჩეული იყო ეს დღე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვისაც, არხი მისი ბოლოდროინდელი რეიტინგული პროექტისთვის დაჯილდოვდა – „მხოლოდ ქართული“ მაყურებლის რჩეულიც გახდა და „ოქროს ტალღისაც“.

ჯილდოს ასაღებად სცენაზე საღამოს წამყვანებმა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია მოიხმეს. მას პრიზი ცნობილმა ქართველმა კომპოზიტორმა, ნუნუ დუღაშვილმა გადასცა.

ნიკა გვარამია:

ძალიან მიხარია ეს ჯილდო. ჯერ ერთი, მიხარია ის, რომ „ფორტუნა“ ყოველთვის ჩვენ გვერდითაა და ჩვენ მათ გვერდით, გვაქვს ასეთი ტრადიცია, რომ ვმეგობრობთ და ვერ წარმოგვიდგენია ერთმანეთის გარეშე.

რასაკვირველია, ახალს არაფერს ვიტყვი და ყველასთვის სასიხარულოა ჯილდოს მიღება, მაგრამ ამ პრიზს არა მხოლოდ არხის, არამედ პირად წარმატებადაც აღვიქვამ, რადგან „მხოლოდ ქართული“ ჩემი მოგონილი პროექტია.

დიდი მადლობა, წარმატებებს ვუსურვებ რადიო „ფორტუნას“, კიდევ ბევრი 20 წელი წინ!..

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები