LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მხოლოდ მაღალი სიცხე არ წარმოადგენს ბავშვის კლინიკაში განთავსების წინაპირობას“ – თემურ მიქელაძე განმარტავს, როგორ მოვიქცეთ მაღალი სიცხის დროს

445
miqeladze218

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ომიკრონის დროს ბავშვებში სიცხის მართვის შესახებ ისაუბრა. პედიატრის თქმით, ცხელება მშობლებში ხშირად პანიკას იწვევს, არადა ეს გახლავთ ორგანიზმის დაცვითი რეაქცია და მას არ უნდა შევუშინდეთ:

„ონლაინ ჩართვის დროს ბავშვი ზის ვითომ სკოლაში, ამავე დროს მეორე გაჯეტი უჭირავს და იქ თამაშით არის დაკავებული,“ – თემურ მიქელაძე

„ბავშვთა კოვიდ მიმღები კლინიკები გადატვირთული იყო პანდემიის დასაწყისშიც, როცა არსებული 500 შემთხვევიდან 10 % იყო ბავშვებში გავრცელება და გადატვირთულია ახლაც, როცა გვაქვს 25 000 შემთხვევა და ბავშვებში გავრცელება 20 %-მდე გახლავთ. ამ პერიოდის განმავლობაში, ბავშვთა საწოლფონდი პრაქტიკულად არ შეცვლილა, ესეც მეტყველებს იმაზე, რომ დაავადება ბავშვებში შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს. თავდაპირველად, ყველა პაციენტის საავადმყოფოში განთავსების და იზოლირების ფუფუნება იყო, ჰოსპიტალიზებული პაციენტების უმეტესობას ვირუსის მსუბუქი ფორმა ჰქონდათ და არ საჭიროებდნენ კლინიკაში განთავსებას, მაგრამ ასე ხდებოდა, რადგან ვირუსი იყო ახალი, არ ვიცნობდით მის ბუნებას და არ ვიცოდით რა შედეგებს გამოიწვევდა სამომავლოდ. ახლა, კლინიკაში ძირითადად მძიმე მიმდინარეობის პაციენტები და ქრონიკული პათოლოგიების მქონე ბავშვები თავსდებიან, კლინიკაში მოთავსებული არიან ბავშვებიც, რომელთაც სოციალური თუ სხვა პრობლემების გამო, ბინაზე მკურნალობის საშუალება და პირობები არ აქვთ და მოთავსებული არიან ძირითადად 1-დან 3 თვემდე ასაკის ბავშვები, რამეთუ მათთან ცხელება ისეთ მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული, როგორიცაა გამოშრობა, გაუწყლოება, საკვების და სასმელის მიუღებლობა და ა.შ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი კლინიკური ნიშნებისას ყოველთვის ხდება ბავშვის ჰოსპიტალიზება, არ აქვს მნიშვნელობა ომიკრონთან გვაქვს საქმე თუ სხვა ვირუსულ ინფექციასთან.

საბედნიეროდ, ომიკრონი  ბავშვების 99.9 %-ში მსუბუქად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ასეთი პაციენტების მართვა სახლის პირობებში აბსოლუტურად შესაძლებელია. აღსანიშნავია, რომ  მხოლოდ მაღალი სიცხე არ წარმოადგენს კლინიკაში განთავსების წინაპირობას, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცხელება ეს არის ორგანიზმის ბუნებრივი თავდაცვითი რეაქცია და ასე ებრძვის ორგანიზმი მასში შეჭრილ უცხო სხეულს.

მნიშვნელოვანია, მკურნალობისას გავითვალისწინოთ ბავშვის ანამნეზი და ასევე ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე თუ, რამდენად დამაკმაყოფილებელია პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, იღებს თუ არა სითხეს და საკვებს და ა.შ. ჩემი რეკომენდაციით, უმჯობესია, ბავშვმა სითხე თავისით მიიღოს, ვიდრე გადასხმა გაიკეთოს, ორგანიზმის სითხით შევსება არაინვაზიური მეთოდით უფრო ეფექტურია. ხველაც, სიცხის მსგავსად, ორგანიზმის თავდაცვითი მექანიზმი გახლავთ, აღსანიშნავია, რომ ხველა კი არ უნდა დავთრგუნოთ, არამედ უნდა მოხდეს მისი სიმპტომური მკურნალობა. პაციენტის ჰოსპიტალიზება სხვადასხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით და დიაგნოსტიკის შედეგად უნდა მოხდეს. აღსანიშნავია, რომ ომიკრონისთვის პირველი ორი დღე მაღალი ცხელება დამახასიათებელია, 24 საათის შემდეგ კი იწყება ტემპერატურის კლება. თუ მაღალი ცხელება არ ემორჩილება ანტიპირეტულ საშუალებას, დღის განმავლობაში შეგიძლიათ წამლის გაორმაგებული დოზა გამოიყენოთ“ – ამ თემაზე თემურ მიქელაძემ გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ისაუბრა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები