“ცენტრ პოინტის” დაზარალებულები მეხუთე დღეა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ.
როგორც “ფორტუნასთან” დაზარალებულები აღნიშნავენ, “ცენტრ პოინტსა” და m2-ს (ემ კვადრატს) შორის აპრილში გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა.

დაზარალებულები განმარტავენ, რომ “ცენტრ პოინტმა” მის საკუთრებაში არსებული მიწები ვალდებულებებთან ერთად m2-ს უნდა გადასცეს და სწორედ ამ კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მათი ბინებით დაკმაყოფილება.
დაზარალებულები m2-ს არ ენდობიან და აცხადებენ, რომ დროა, კომპანიამ ხელშეკრულებები უშუალოდ მათთან გააფორმოს.
რადიო “ფორტუნა” m2-თან დაკავშირებას ცდილობს. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია განმარტებებს გააკეთებს, მათ კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
თაკო ივანიაძე