LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხოლოდ ღმერთს შეუძლია ბოროტი ძალისგან ადამიანის გათავისუფლება.. რომელი იყო ჩვენი ერის გადამრჩენელი გზა? ეს გზა იყო ქრისტეს გზა, ქრისტესთვის თავგანწირვის გზა, მხოლოდ ამ გზით უნდა იაროს ჩვენმა ერმა – მეუფე შიო

73
მეუფე შიო

მხოლოდ ღმერთს შეუძლია ბოროტი ძალისგან ადამიანის გათავისუფლება. თუ კაცი მოძებნის ძალას და მოიკრებს გამბედაობას და მიმართავს ქრისტეს, იგი მას აუცილებლად შეეწევა და განკურნავს, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მოგვიანებით მეტეხის ხიდზე ასი ათასი მოწამის ხსენებასთან დაკავშირებით პარაკლისი ჩატარდა.

ჩვენმა დიდმა წინაპრებმა სიკვდილი ამჯობინეს ქრისტესთვის, ვიდრე ღალატი რჯულისა და ქრისტიანობის – როდესაც ვფიქრობთ ჩვენს წარსულზე, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, ჩვენს მომავალზე.

რომელი იყო ჩვენი ერის გადამრჩენელი გზა? – ეს გზა იყო ქრისტეს გზა, ქრისტესთვის თავგანწირვის გზა, მხოლოდ ამ გზით უნდა იაროს ჩვენმა ერმა, – განაცხადა  საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო (მუჯირმა) მეტეხის ხიდზე ქადაგებისას.

როგორც მეუფე შიო განმარტავს, 100 ათასმა მოწამემ გვიანდერძა ქრისტესთვის სიცოცხლე და ქრისტესთვის სიკვდილი.

“ჩვენმა დიდმა წინაპრებმა სიკვდილი ამჯობინეს ქრისტესთვის, ვიდრე ღალატი რჯულისა და ქრისტიანობის. მათ ესმოდათ, რომ ეს არის მათი სულის საცხოვნებლად და ჩვენი ერის გადასარჩენადაც.

ასეთი საოცარი წინაპრები გვყავდა. გახსოვთ, ჩვენი დიდი კეთილმსახური მეფე ვახტანგ გორგასალი ამბობდა: „ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილს“. ეს გვიანდერძა მან. 100 ათასმა მოწამემაც ეს გვიანდერძა, ქრისტესთვის სიცოცხლე და ქრისტესთვის სიკვდილი.

როდესაც ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს წარსულზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ, ჩვენს მომავალზე, რა გზით უნდა ვიაროთ. რომელი იყო ჩვენი ერის გადამრჩენელი გზა? ეს გზა იყო ქრისტეს გზა, ქრისტესთვის თავგანწირვის გზა, მხოლოდ ამ გზით უნდა იაროს ჩვენმა ერმა. ამაზე შესანიშნავად წერს ჩვენი კიდევ ერთი დიდი თავგანწირული მოღვაწე, წმინდა ილია მართალი ჭავჭავაძე. ის ამბობდა, რომ მხოლოდ ქრისტიანობამ გადაარჩინა საქართველო. მხოლოდ, ქრისტიანობამ შეგვინარჩუნა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ეროვნება, ენა, ვინაობა. შემდეგ დასძენს, რომ საქართველო ჯვარს ეცვა ქრისტესთვის, მაგრამ, არავის არ შეარყევინა თავისი გული, ამ გულში ღრმად გაბნეული ჯვარი ქრისტესი. ასეთ საოცარ სიტყვებს ამბობს წმ. ილია მართალი.

დღეს, როდესაც ვიხსენიებთ 100 ათას მოწამეს, ჩვენ ვევედრებით მათ, რომ მათი ლოცვით ღმერთმა მოგვცეს ცოტა მაინც, მათი სიმამაცე, მათი სარწმუნოება, დავუპირისპირდეთ იმ უღმერთო ძალებს, რაც მძლავრობს დღეს სამყაროში. ის დიდი მოწამეები არ უშინდებოდნენ სიკვდილს, როდესაც მიჰყავდათ სატანჯველად. არ ეშინოდათ წარმართების. ჩვენ კი, სამწუხაროდ, ხშირად ვუთმობთ ჩვენს გულსაც და გონებას უღმერთო ფასეულობებს, უღმერთო ცხოვრების წესს, თითქოს მორწმუნენი გვქვია, მაგრამ ვცხოვრობთ როგორც ყველა.

ამ ყველაფერზე გვაფიქრებს დღევანდელი დღე. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ შესანიშნავ დღეს. გვწამს, რომ ისინი ჩვენთან ერთად ლოცულობენ. ლოცულობენ საქართველოს კეთილდღეობისთვის, სიმშვიდისთვის, გამთლიანებისთვის, საქართველოს გამარჯვებისთვის. ღმერთმა დაგლოცოთ. უფალმა ინებოს, რომ წმინდა ასი ათასი მოწამის ლოცვით და მფარველობთ უფალმა გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო“,- აღნიშნა მეუფე შიომ.

როგორც ის განმარტავს, დღეს განსაკუთრებით ამაღლებული დღეა საქართველოსთვის და საქართველოს ეკლესიისთვის.

გილოცავთ დღევანდელ დღეს, ასი ათასი ქართველი მოწამის ხსენებას. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვასა და ლოცვა-კურთხევას“.- აღნიშნა მეუფე შიომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები