ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტი აპირებს ფიფას ხელმძღვანელობას მიმართოს სამუნდიალო მატჩები ქვეყნის 8 სტადიონზე გამართოს.
თუ ფიფა თანხმობას მისცემს, ეს იქნება ბოლო დროის ყველაზე „კომპაქტური“ მუნდიალი. შედარებისთვის: ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატი 12 არენაზე ჩატარდა, ამდენივეა დაგეგმილი რუსეთშიც 2018 წელს. 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში მატჩებს 10 სტადიონმა უმასპინძლა.
8-დან 6 სტადიონი ექსპლუატაციაში 2019 წლის ბოლოს უნდა შევიდეს. პირველად კარს დოჰაში მშენებარე „ხალიფა სტედიუმი“ უკვე გაისად გააღებს.
სამუშაოები 150-დან 800 მილიონ დოლარამდე ფასდება. საორგანიზაციო კომიტეტს ყატარის მსოფლიო პირველობის საერთო ბიუჯეტი ჯერ არ წარმოუდგენია.