LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხოლოდ 3 დღეში პიროტექნიკით 39 მოქალაქე დაშავდა – მათგან 24 საავადმყოფოში გადაიყვანეს

182
Fortuna.ge

31 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით პიროტექნიკით 39 მოქალაქე დაშავდა, მათგან 24-ს კი საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა – ინფორმაცია ამის შესახებ „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან მიაწოდეს.

რაც შეეხება პიროტექნიკით დაზიანებით გარდაცვალებას, როგორც გადაუდებელი დახმარების ცენტრში დაცული ელექტრონული ბაზის მონაცემის მიხედვით გვითხრეს, ლეტალური შედეგი არც ერთ შემთხვევაში, არ დამდგარა.

„2022 წლის 31 დეკემბრიდან 2023 წლის 3 იანვრის პერიოდში პიროტექნიკით დაზიანებულთა და ლეტალური გამოსავლის არსებობის შესახებ გაცნობებთ, რომ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დაცული მონაცემების მიხედვით:

ზემოთ აღნიშნულ პერიოდში პიროტექნიკით დაზარალებულმა 39-მა მოქალაქემ ითხოვა დახმარება, აქედან ჰოსპიტალიზაციის საჭიროება 24 შემთხვევაში დადგა.“ – განუცხადეს „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში.

ამავე თემაზე: 

პიროტექნიკის აფეთქების შედეგად მოზარდმა ერთი თითი დაკარგა

„დაზიანება შეიძლება იყოს მექანიკური, დამწვრობის სახით და რაც მთავარია, იმ ქიმიური ნივთიერებების შესუნთქვით, რაც თან პიროტექნიკას ახლავს“ – ექიმი ტოქსიკოლოგის რჩევები მშობლებს პიროტექნიკის გამოყენებამდე

„პიროტექნიკის გამოყენების ეპიცენტრში მოხვდნენ ცხოველები, შეშინდნენ, დარბოდნენ გაუთავებლად.. რამდენიმეწამიანი სიამოვნების გამო როცა იღუპება ცხოველი, ცოცხალი არსება, ყოველთვის მიუღებელია“: ზოოპარკის დირექტორი 

ვიდეო: “ქალი აივანზე იდგა და ასაფეთქებელი ფეხებში ჩაუვარდა…ყვირილზე გამოვვარდით და ცეცხლი გაზის ბალონს მოეკიდა” – მოქალაქეები პიროტექნიკით მიღებულ ზიანზე