„ფეისბუქ“-მომხმარებელი თეა ჯოხაძე ავეჯის მაღაზიაში სხვადასხვა სიტაუციას აღწერს, რომლებზეც ძალიან იხალისებთ. გთავაზობთ მის პოსტს, რომელიც სოცქსელში გამოაქვეყნა.
„ავეჯის მაღაზიაში დასმული შეკითხვები:
1.- ეს დივანი იშლება?
– არა.
– რატომ?
– იმიტომ!
2. სამეულს აწერია ფასი 3200 (ლარი)…
მომხმარებელი: ეს ფასია თუ ზომა?
3. – ეს მწვანეა?
– დიახ.
– არ ჰგავს მწვანეს.
– აბა, რას ჰგავს?
– მომწვანოს…
4. მეგრელი 5000-ლარიან საძინებელზე:
– 2000 ლარში მომეცი, ნაღდს გადაგიხდი წავიღებ… (ვიცინი, მგონია ხუმრობს…) მიდი, დარეკე უფროსთან, ნაღდი მყიდველია-თქო, ახლავე ჩაგახუტებ 2000 ლარს…
5. ცალკე „კრავატები“ გაქვთ?
6. – ეს მაგიდა საძინებელს მოჰყვება?
– არა, რა თქმა უნდა.
– აპა, რატო დგას?
– იყიდება და იმიტომ…
– საძინებლთან ერთად?
– არა, ცალკე.
– ცალკე რათ მინდა?
7. ეს „მდივანი“ ფეხების გარეშე რო ვიყიდო, ფასეულობას არ დამიკლებთ?
8.- ველოსიპედები გაქვთ?
– არა.
– ამხელა ავეჯის მაღაზიაა და ველოსიპედი ვერ ვიშოვე, გაგონილა?
9. – „უბორნია“ საითაა?
– მეჩვიდმეტე სექტორში.
– იქამდე ჩავიფსავ. ახლო მითხარი ცოტა.
– სხვაგან არ არის. ქალბატონო.
– ჩამოვჯდები მაშინ, შევიკავებ ქე მაინც.
10. – ეს „კრესლო“ ხო არ წრიპინებს?
– როგორ უნდა იწრიპინოს?
– ხო არი, რო დაჯდები და წრიპინებს რა…
– ჭრაჭუნს გულისხმობთ?
– ხო რა, თუ გინდა ჟღარუნი დაარქვი.
11. – თქვენ რესტავრიროვკას აკეთებთ? (რესტავრაცია რა😃)
– არა
– აბა. რას აკეთებთ?
12. – რა ზომის დივანი გნებავთ?
– უფრო მინი რა, აი, კარადის ზომიდან რა ვიცი… (ვერაფრით ჩავწვდი, რა მითხრა😃)
13. – იქით ვნახე „ტროიკა“ და ეგეთი არ გაქვთ?
– მე რა ვიცი, ქალბატონო, იქით როგორი ნახეთ.
– ჩვეულებრივი, რა
– არა, ჩვენ არაჩვეულებრივები გვაქვს.
14. „უგულოკები“ გაქვთ? (ანუ „უგალოკი“ (კუთხე) 😃
15. მეორადი „ტროიკები“ სად ვნახო? ოღონდ ახლები…
16.ეს საწოლი ყრნობადია თუ ძირს დგას? (ყრნობადი რა ჯანდაბაა, ხალხო, გამაგებინეთ)
17. მომხმარებელი განვადებაზე:
– დედაჩემის სახელზე მინდა განვადება გავაკეთო, პენსიონერია, 80 წლისაა და აუცილებლად უნდა მოვიდეს?
– სამწუხაროდ, მას განვადებას ვერ შევუვსებთ, ასაკობრივი შეზღუდვა გვაქვს.
– ვაიმე, რას ლაპარაკობთ ,ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურება, ნუ ჩაწერთ რა ასაკს, მართლა არ ეტყობა საერთოდ ვერ მიხვდებიან…
18. – ეს თეთრია თუ ყვითელი? (ქერა მეკითხება )
– სად თეთრი და სად ყვითელი? კრემისფერია.
– კრემისფერი ხო არის ,რა… (ნუ რას წვალობდა, ვერ გავიგე)
19.- ფეხები გაქვთ?
– რა ფეხები?
– ნებისმიერი.
– კი, მაქვს.
– აბა?
– აი, ( ჩემი ფეხები ვანახე, რა მექნა აბა).
– შე ოხერო (იცინის). დივანის ფეხებს გეკითხები…
– ააა. ეგ არ მაქვს😃😃😃
20. -შკურკავთ თქვენ?
– ბატონო?
– შკურკას აკეთებთ?
– რა შკურკას?
– ავეჯი მაქ რა გასაშკურკი.
– არა!
– სად ვიკითხო?
– არსად…
21. – საძინებელს რა მოჰყვება?
– კარადა, საწოლი, ტუმბოები და ტრილიაჟი.
– უი, გარდერობი არ მოჰყვება?
22. ვიღაც ჯიგარი და მე:
– ნინოს ხო არ ჩამოუვლია აქ?
– ნინო ვინ არის?
– ჩემი ცოლი.
– მე რა ვიცი. თქვენი ცოლი ვინ არის😃
– ნინო.
– თუ გამოივლის, ვეტყვი, რომ ეძებთ.
– კარგი, მადლობა.
23. ფასი წერია 3700:
– ეს 350 დივნის ფასია მარტო?“