LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მხედვარის“ მე-4 სეზონში ჰენრი კავილს ლიამ ჰემსვორტი ჩაანაცვლებს

121
Untitled.pngrttr

სერიალის „მხედვარი“ მთავარი გმირის, გერალტის, როლს მე-4 სეზონში ჰენრი კავილის ნაცვლად ლიამ ჰემსვორტი მოირგებს.

„მე-4 სეზონში კი ჩემს მედალიონსა და მახვილს ვდებ. თეთრი მგლის მოსასხამს ჩემ ნაცვლად შეუდარებელი ლიამ ჰემსვორტი მოირგებს“, – განაცხადა ჰენრიმ.

როგორც ჩანს, ახალი როლით ლიამიც მოხიბლულია:

„ჰენრი, წლებია, შენი ფანი ვარ და შთაგონებული ვარ იმით, თუ როგორ გააცოცხლე ყველასათვის საყვარელი პერსონაჟი. შენი შეცვლა რთული იქნება“, – განაცხადა ლიამმა.

ცნობისთვის, მე-3 სეზონში, რომელიც ჯერ არ გამოსულა, გერალტს კვლავ ჰენრი კავილი განასახიერებს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რატომ ტოვებს ჰენრი კავილი „ნეტფლიქსის“ საკულტო სერიალს.

ლიამ ჰემსვორტი შეყვარებულთან ერთად კვლავ სანაპიროზე გადაიღეს – როგორც ჩანს, საქმე სერიოზულადაა

„ვეგანობას თავი დავანებე“ – ლიამ ჰემსვორტი Men’s Health-ის ფოტოსესიაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები