უკრაინის ქალაქ ლვოვში „კომენდანტის საათი“ გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლვოვის რეგიონის გუბერნატორი მაქსიმ კოზიცკი ავრცელებს და განმარტავს, რომ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი „ახალი სადაზვერვო ინფორმაციაა“.
„კომენდანტის საათი“ დღეს 23:00 საათიდან ხვალ დილის 5 საათამდე გაგრძელდება.
„სამწუხაროდ, მტერს არ აქვს ძირითადი რელიგიური დღესასწაულის გაგების უნარი. ისეთი მხეცები არიან, რომ არ ესმით, რა არის აღდგომა“, – აღნიშნა კოზიცკიმ.