LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხატვარი, რომელსაც ზღაპრულ სამყაროში გადავყავართ – თბილისი ზურა გომელაურის გამოფენას უმასპინძლებს

3006
32399252-1212941918836673-6049228327066009600-n

12 ოქტომბერს სასტუმრო „ადამო“ მხატვარ ზურა გომელაურის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის ნამუშევრები კერძო კოლექციიდან.

აღსანიშნავია, რომ გომელაურის პერსონალური გამოფენები 1988 წლიდან ეწყობა. იგი მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში საქართველოსა და ევროპაში.

ზურა გომელაურის გახუნებულ, თბილ ტონებში შესრულებულ ფერწერულ ტილოებს, ზღაპრულ სამყაროში გადავყავართ. აქ ვხვდებით მითოლოგიურ სიმბოლოებს, ქართული ზღაპრების პერსონაჟებს და ორნამენტებს. შესაბამისად ,მხატვრის ნამუშევრები საინტერესოა ბავშვებისთვისაც.

 

ზურა გომელაურის ნახატები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც ძალიან პოპულარულია და უკვე ბევრი ცნობილი, თუ უცნობი ადამიანის საკუთრებას წარმოადგენს.

მინიმალისტურ სტილში შესრულებული ფიგურებით, სიმბოლოებით, ორნამენტებით და დატვირთული დეკორატიული ფონით, გომელაურის ახალი ნამუშევრების ექსპოზიცია ხვალ სასტუმრო “ადამოში” 12:00 საათზე გაიხსნება და 20.00 საათამდე გაგრძელდება.

მისამართი: პოლიკარპე კაკაბაძის N4, სასტუმრო „ადამოს“ მეოთხე სართული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები