LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხატვარი ახალგაზრდებს მიმართავს: ძალიან გთხოვთ, 9 აპრილის მემორიალს ნუ შეეხებით

244

მხატვარმა გიორგი ლოლაძემ “თეთრი ხმაურის” მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს ბექა წიქარიშვილს, 9 აპრილის მნიშვნელობა შეახსენა.

ლოლაძემ მათ, ძალადობასთან ბრძოლაში მხარდაჭერა გამოუცხადა თუმცა, აღნიშნა რომ ახალგაზრდებს დაფიქრება მართებთ.

“მე ყველანაირი ძალადობისა და მოვლენის მონაწილე ვარ. აქ იმ დროს ვიდექი, როდესაც ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა იდგნენ. ამ კომპლექსს, ძალიან გთხოვთ ნუ შეეხებით. მარტო 9 აპრილს ხომ არ უნდა გვახსოვდეს 9 აპრილი და გარდაცვლილები. მე ნებისმიერ დროს გამოვალ და დავდგები თქვენთან ერთად, ძალადობის წინააღმდეგი ვარ. ოღონდ თქვენ უდიდესი ვალდებულება გაქვთ. ახალგაზრდები ხართ და მე ყოველთვის თქვენ გვერდით ვიქნები”, – განუცხადა ლოლაძემ წიქარიშვილს.

საუბრის ვიდეოჩანაწერს რადიო თავისუფლება ავრცელებს.

https://www.facebook.com/radiotavisupleba/videos/10156462839337360/

შეგახსენებთ, გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ცეკვავს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ცხრა აპრილის მემორიალზე.

ვიდეომ საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია.

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/2043830102308475/